Date
ოთხშაბათი 15 აპრილი 2020
16:0017:00
ადგილმდებარეობა
ონლაინ ღონისძიება

#დარჩისახლში პროგრამის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო აწყობს ონლაინ საუბრების სერიას, რომლებიც თქვენ, პედაგოგებს დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. 15 აპრილს ჩვენ ვაწყობთ პირდაპირ ჩართვას  IATEFL-ის პრეზიდენტთან დოქტორ ჰარი კუჩაჰთან.

სესიის მიმდინარეობისას დოქტორი კუჩაჰი ისაუბრებს IATEFL-ის მუშაობაზე და გაგაცნობთ რა მნიშვნელობა აქვს ასოციაციის წევრობას, ასევე როგორ შეიძლება ისარგებლონ არაწევრებმა. ის  განმარტავს როგორ შეიძლება ჩაერთოთ IATEFL-ის მუშაობაში და ისარგებლოთ ონლაინ რესურსებით პროფესიული განვითარებისთვის. 

თქვენ ასევე შეიტყობთ რა მოხდება ონლაინ შეკრებაზე "IATEFL Global Get-Together " 18 და 19 აპრილს. ეს ონლაინ ღონისძიება სრულიად უფასოდ შეკრებს ინგლისური ენის სწავლების პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან.

სესიის დასასრულს, დოქტორი კუჩაჰი უპასუხებს თქვენს შეკითხვებს, რომლებიც იმედი გვაქვს მომზადებული გექნებათ.

მოკლედ გამომსვლელის შესახებ

დოქტორი კუჩაჰი არის ლიდსის უნივერსიტეტის ლექტორი ენის სწავლების სფეროში. იგი ასევე ჩართულია მთელ რიგ ინიციატივებში პედაგოგების პროფესიული განვითარების და სასწავლო მასალის შექმნის კუთხით აფრიკაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში. ახლახანს ის ევროსაბჭოს კონსულტანტად მუშაობდა ალბანეთში, ასევე ორგანიზაციის Windle Trust International სახელით სამხრეთ სუდანში, და ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად ავღანეთში, სპილოს ძვლის კუნძულებზე, გვინეასა და სენეგალში. ის შესულია ასოციაცია "TESOL International Association"  -ის  მიერ დასახელებულ ინგლისური ენის სწავლების 30 ლიდერის სიაში და არის IATEFL-ის პრეზიდენტი.