ეს ონლაინ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის უფასოა. იგი დაგეხმარებათ განივითაროთ უნარ-ჩვევები და მიიღოთ უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი გამოცდილება.
კურსი მოიცავს:
- პრაქტიკული სწავლების სხვადასხვა მაგალითებს
- გამოცდილი მასწავლებლების მოკლე ვიდეო ინტერვიუებს
- სიუზანის და კლერის ვიდეო ინტერვიუებს
- თქვენი პირადი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობას
უფასო კურსი 6 კვირის განმავლობაში გრძელდება და კვირაში დაახლოებით 2 საათი უნდა დაუთმოთ.
კურსი საინტერესოა ინგლისური ენის პედაგოგებისთვის მიუხედავად იმისა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ჰყავთ თუ უფრო მაღალი ენობრივი კომპეტენციის მქონე სტუდენტებს ასწავლიან.