თუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი ხართ, თუ საქართველოს მოქალაქე ხართ და თქვენი ასაკი 18 წელს აღემატება, ჩაერთეთ ინგლისური ენის კონკურსში და მოიგეთ პრიზი, რომლის საშუალებითაც დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ.

კონკურსს  ვაცხადებთ საგანმანათლებლო სააგენტო ELL-თან ერთად. კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შესანიშნავი პრიზები:

  • I ადგილი – ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College. კურსზე წასვლას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი, საგანმანათლებლო სააგენტო ELL 
  • II ადგილი – iPhone 7
  • III ადგილი – ლეპტოპი 

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:

  • სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს
  • სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

რა შემთხვევაში შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

  • თქვენი ასაკი 18 წელს აღემატებოდეს
  • იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • იყოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი.

რეგისტრაცია

 რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 თებერვლიდან - 12 მარტის  ჩათვლით, 18:00 საათამდე.

კონკურსზე დასარეგისტრირებლად გაიარეთ მარტივი პროცედურა: 

  1. შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, სადაც მიუთითებთ თქვენს პირად მონაცემებს და ტესტირების სასურველ თარიღსა და დროს. 
  1. გადაიხადეთ ტესტირების ღირებულება - 60 ლარი და გადახდის ქვითარი გადმოგვიგზავნეთ ელ ფოსტით ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE42BG0000000300313800; მიმღები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გამოცდის დასახელება (მაგ.: ნინო ასათიანი, 10.02.1998, Aptis)  

ენიშვნა: კონკურსის  ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგეგზავნებათ თუ 
რეგისტრაციას სრულად გაივლით (აპლიკაციის შევსება, თანხის გადახდა).

ტესტირების შესახებ

ტესტირება ჩატარდება კომპიუტერულად. ტესტირება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: წერა, კითხვა მოსმენა და საუბარი და გრამატიკისა და ლექსიკის სავალდებულო კომპონენტი.  ტესტირების ხანგრძლივობა: სამი საათი შესვენებების ჩათვლით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ ტესტირების გრაფიკი. გახსენებთ, რომ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო (დილის ან შუადღის სესია) უნდა მიუთითოთ ონლაინ აპლიკაციაში.

ტესტირების დღე     დილის სესია  შუადღის სესია    
17  მარტი     10.00 14.00
18 მარტი 10.00 14.00
19 მარტი 10.00 14.00
20 მარტი 10.00 14.00
21 მარტი 10.00 14.00
22 მარტი 10.00 14.00
23 მარტი 10.00 14.00
24 მარტი 10.00 14.00
25 მარტი 10.00 14.00
26 მარტი 10.00 14.00
27 მარტი 10.00 14.00

შენიშვნა: ტესტირების დღეს სავალდებულოა გამოცხადდეთ სტუდენტის ბარათით ან იქონიოთ უნივერსიტეტის/პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი წერილი. წინააღმდეგ შემთხევაში ტესტირებაზე არ დაიშვებით.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის აპრილის თვეში.

ტესტის ნიმუშები

იმისათვის, რომ გაეცნოთ Aptis ტესტის ფორმატს, იხილეთ ნიმუშები.

დამატებითი შეკითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით.