თუ 13-დან 18 წლამდე ასაკის ხართ ჩაერთეთ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კონკურსში და მოიგეთ შესანიშნავი პრიზები. კონკურსის ფარგლებში ვიყენებთ Aptis, ბრიტანეთის საბჭოს თანამედროვე კომპიუტერულ ტესტს.

კონკურსი დაყოფილია ორ ასაკობრივ კატეგორიად (13-15 და 16-18 წელი) და შესაბამისად გამარჯვებულები ორივე ასაკობრივ კატეგორიაში დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • I ადგილი – Apple iPhone 7
  • II ადგილი – პლანშეტი
  • III ადგილი – Apple iPod

ამასთანავე, კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:

  • სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს, მისადაგებულს უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოსთან (CEFR)
  • სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად
  • სერტიფიკატის მფლობელის მზაობას ინგლისური ენის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და იმის გასარკვევად რომელი უნარის (კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი) გაუმჯობესება ესაჭიროება მას სასურველი შედეგის მისაღწევად
  • სერტიფიკატის მფლობელის მზაობას უმაღლესი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად, მაგალითად KET, PET, FCE, CAE, IELTS და TOEFL. 

რეგისტრაცია

კონკურსზე დასარეგისტრირებლად გაიარეთ მარტივი პროცედურა:

  1. შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა – სადაც მიუთითებთ თქვენს პირად მონაცემებს და ტესტირების სასურველ თარიღსა და დროს.
  2. გადაიხადეთ ტესტირების ღირებულება – 60 ლარი და გადახდის ქვითარი გადმოგვიგზავნეთ ელ ფოსტით ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE42BG0000000300313800; მიმღები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გამოცდის დასახელება (მაგ.: ნინო ასათიანი, 10.02.2001, Aptis).

რეგისტრაცია  გაიარეთ 6 დან – 24 ნოემბრის  ჩათვლით (რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 18:00 საათი).

შენიშვნა: კონკურსის  ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგეგზავნებათ თუ რეგისტრაციას სრულად გაივლით (აპლიკაციის შევსება, თანხის გადახდა).

ტესტირების შესახებ

ტესტირება ჩატარდება კომპიუტერულად. ტესტირება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი და გრამატიკისა და ლექსიკის სავალდებულო კომპონენტი.  ტესტირების ხანგრძლივობა: სამი საათი შესვენებების ჩათვლით. 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ ტესტირების გრაფიკი. გახსენებთ, რომ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო (დილის ან შუადღის სესია) უნდა მიუთითოთ ონლაინ აპლიკაციაში.

ტესტირების დღე

დილის სესია 

 

შუადღის სესია

1 დეკემბერი 10.00 14.00
2 დეკემბერი 10.00 14.00
4 დეკემბერი 10.00 14.00
5 დეკემბერი 10.00 14.00
6 დეკემბერი 10.00 14.00
7 დეკემბერი 10.00 14.00
8 დეკემბერი 10.00 14.00
9 დეკემბერი 10.00 14.00
11 დეკემბერი 10.00 14.00
12 დეკემბერი 10.00 14.00
13 დეკემბერი 10.00 14.00
14 დეკემბერი 10.00 14.00
15 დეკემბერი 10.00 14.00
16 დეკემბერი 10.00 14.00

ტესტის ნიმუშები

იმისათვის, რომ გაეცნოთ Aptis ტესტის ფორმატს, იხილეთ ნიმუშები

დამატებითი შეკითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით