IELTS ტესტი ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციისთვის

გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრა ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციისთვის? 

IELTS აღიარებულია ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციის დეპარტამენტის (UKVI) მიერ როგორც სანდო ინგლისური ენის ტესტი (SELT). თუ IELTS ტესტის ჩაბარება გჭირდებათ ბრიტანეთის ვიზისთვის და საემიგრაციოდ, მაშინ ტესტი ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციის დეპარტამენტის (UKVI) მიერ განსაზღვრულ პუნქტებში უნდა ჩააბაროთ.

იმისათვის, რომ გაიგოთ გჭირდებათ თუ არა IELTS ტესტი ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციისთვის და განსაზღვროთ ტესტის რა დონე გესაჭიროებათ ეწვიეთ ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციის ვებგვერდს.

შენიშვნა: თუ განაცხადი შეგაქვთ მე-4 კატეგორიის (Tier 4) სტუდენტურ ვიზაზე, გთხოვთ განაცხადის შეტანამდე შეამოწმოთ  არჩეული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი გენერალური სპონსორების (Highly Trusted Sponsor (HTS)) ჩამონათვალში. 

IELTS ტესტის აკადემიური მოდული ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციისთვის

ტესტი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება სურს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში ან ვისაც სურს ბრიტანეთში პროფესიით რეგისტრაცია. ტესტი მოიცავს სმენის, კითხვის, წერისა და საუბრის უნარებს.

დარეგისტრირდით
შეამოწმეთ საჭირო ქულა

IELTS ტესტის ზოგადი მოდული ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციისთვის

ტესტი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს ბრიტანეთში ემიგრაცია ან სწავლის გაგრძელება წინა საბაკალავრო დონეებზე. ტესტი მოიცავს სმენის, კითხვის წერისა და საუბრის უნარებს..

დარეგისტრირდით
შეამოწმეთ საჭირო ქულა

IELTS ზოგადი უნარები - A1 დონე

ტესტი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს ინგლისურად სმენისა და საუბრის უნარების განსაზღვრა საოჯახო, მეუღლის ან პარტნიორის ვიზისთვის. 

  • A1 დონე განეკუთვნება უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) დონეს და ეკვივალენტურია ბრიტანეთის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს (National Qualification Framework (NQF)) ინგლისური უცხოენოვანებისთვის 1 დონესთან (ESOL Entry 1).
  • ტესტი მოიცავს საუბრისა და სმენის უნარებს

დარეგისტრირდით
შეამოწმეთ საჭირო ქულა

IELTS ზოგადი უნარები - B1 დონე

ტესტი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს ინგლისურად სმენისა და საუბრის უნარების განსაზღვრა ბრიტანეთში ბინადრობის ვიზის მისაღებად. 

  • B1 დონე განეკუთვნება უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) დონეს და ეკვივალენტურია ბრიტანეთის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს (National Qualification Framework (NQF)) ინგლისური უცხოენოვანებისთვის 3 დონესთან (ESOL Entry 3).
  • ტესტი მოიცავს საუბრისა და სმენის უნარებს

დარეგისტრირდით
შეამოწმეთ საჭირო ქულა

თუ IELTS სხვა,  არა ზემოხსენებული მიზნებისთვის გჭირდებათ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს.