Road to IELTS

Road to IELTS ბრიტანეთის საბჭოს პოპულარული ონლაინ მოსამზადებელი კურსია, რომლის დახმარებითაც საუკეთესოდ მოემზადებით IELTS გამოცდისთვის. Road to IELTS შეიცავს:  

  • ონლაინრესურსებს  IELTS-ის როგორც აკადემიურ, ასევე ზოგად მოდულში   მოსამზადებლად  

  • ელექტრონულ წიგნებთან მუშაობის კომპონენტს, როგორც მოსმენის, კითხვის, წერისა და მეტყველების ტესტებისთვის მოსამზადებელ საშუალებას  

  • ვიდეომასალებს, რომლებშიც წინა გამოცდების კანდიდატები სასარგებლო რჩევებს იძლევიან

  • მასწავლებლების რჩევა-დარიგებებს, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რას უნდა მოერიდოთ გამოცდისას

  • დროში გაწერილ პრაქტიკულ ტესტებს

  • ნაწილს “ჩემი პროგრესი”, რომელიც დაგეხმარებათ,შეადაროთ თქვენი შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი სტუდენტების პროგრესს

  • ნაწილს “ჩემი პროფილი”, რომელიც შეგახსენებთ გამოცდის თარიღს.

რაში დამეხმარება Road to IELTS?

Road to IELTS რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით დაგეხმარებათ:

  • მყისიერი უკუკავშირი თქვენს მუშაობაზე, რაც პირადი შედეგების მონიტორინგის საშუალებას იძლევა

  • პრაქტიკულ სავარჯიშოებზე სწორი პასუხების ხელმისაწვდომობა, რაც დაგეხმარებათ შეცდომების გააზრებაში

  • ტესტების შედეგების გაუმჯობესებისკენ მიმართული რჩევები და მითითებები

  • IELTS-ის რეალური საგამოცდო სავარჯიშოები, რომლებიც აგიმაღლებთ თავდაჯერებულობას გამოცდისთვის მზადების პერიოდში

შეგიძლიათ მოსინჯოთ ჩვენი Road to IELTS რესურსები და ახლავე ჩაერთოთ 10-საათიან უფასო სწავლებაში.

როცა ჩვენთან IELTS გამოცდისთვის დარეგისტირდებით,დამატებით მოგეცემათ 20-საათიანი ხანგრძლივობის სასწავლო მასალების გაცნობის საშუალება.   

ალტერნტიული გზა მდგომარეობს Road to IELTS: სრული ვერსია  ელექტრონული რესურსის გაცნობაში და ინფორმაციის მოძიებაში მასზე ხელმოწერის პაკეტების შესახებ.

Road to IELTS-ის რომელი ვერსია?   რას მივიღებ?
Road To IELTS: გატესტვა 10-საათიანი მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ ყველასთვის  
Road To IELTS : ბოლო წუთი 20-საათიანი მასალა (ე.ი. სულ 30 საათი), რომელიც ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს IELTS გამოცდაზე დარეგისტრირებული ყველა კანდიდატისთვის
Road To IELTS : სრული ვერსია 120 საათის ხანგრძლივობის მასალა, რომლის შეძენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს