IELTS გამოცდის ჩაბარებას აპირებთ? დარეგისტრირდით ჩვენს უფასო ვებინარზე - "Success in IELTS". ვებინარის საშუალებით თქვენ გაეცნობით ტესტის ფორმატს და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას გამოცდის თითოეული ნაწილის შესახებ: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე და გაგრძელდება დაახლოებით 90 წუთი. ვებინარის დროს შეძლებთ ინსტრუქტორთან ინტერაქციას და შეკითხვების დასმას. იმ შემთხვევაში თუ ვებინარზე დარეგისტრირდებით, მაგრამ დასწრებას ვერ შეძლებთ, ჩვენ გამოგიგზავნით ვებინარის აუდიო ჩანაწერის ბმულს.

IELTS გამოცდის თითოეული კომპონენტის  გასაცნობად შემოუერთდით ჩვენს ვებინარებს ნოემბრის თვეში. 8 ნოემბერს ჩვენი ექსპერტი ისაუბრებს კითხვის და წერის ნაწილზე, 23 ნოემბერს კი სმენის და საუბრის კომპონენტების სპეციფიკას გაგაცნობთ.

როგორ დავრეგისტრირდე?

სასურველია ვებინარზე დარეგისრირდეთ რაც შეიძლება ადრე, რადგან ადგილები შეზღუდულია და პრიორიტეტი ენიჭება მათ ვინც სხვაზე ადრე დარეგისტრირდება.

დარეგისტრირებისთანავე მეილზე მიიღებთ დასტურს და ვებინარზე ჩართვის დეტალებს. ვებინარამდე ერთი დღით ადრე მეილით გამოგიგზავნით შეხსენების შეტყობინებას.  

ვებინართან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

მომავალი ვებინარი

თარიღი

თემა

23 ნოემბერი | 19.00 Success in IELTS – Speaking and Listening
13 დეკემბერი | 19.30 Success in IELTS

ინსტრუქტორის შესახებ

სევილ აქინმა მასწავლებლის კარიერა დაიწყო ლონდონში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, როგორც მოხალისემ. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მან წარმატებით დაასრულა მასწავლებელთა გადამზადების კურსი პრაღასა და პარიზში.

2004  წლიდან სევილ აქინი მუშაობდა მასწავლებლად ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, ქუვეითში, ტაილანდსა და თურქეთში. აქინს გადამზადებული ყავს მრავალ მასწავლებელი და მოუმზადებია ბევრი მოსწავლეს არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ის ბრიტანეთის საბჭოში 2013 წლიდან მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან ჩაატარა 25 სემინარი IELTS-ში 1,500-ზე მეტი კანდიდატისთვის.