თუ აპირებთ IELTS ტესტის ჩაბარებას და გსურთ თქვენთვის სასურველ დროს და ადგილას მოემზადოთ მაღალი დონის სასწავლო მასალების გამოყენებით, გადმოიწერეთ ჩვენი IELTS უფასო მოსამზადებელი აპლიკაციები.
IELTS Prepp app
IELTS ტესტის სმენის და საუბრის ნაწილებზე ფოკუსირებასთან ერთად, აპლიკაცია დაგეხმარებათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი ლექსიკა, ივარჯიშოთ გრამატიკაში და გაიგოთ მეტი გამოცდის დღის წესების შესახებ. საშუალება გექნებათ შეამოწმოთ თქვენი ცოდნა გრამატიკული სავარჯიშოების, სმენის და საუბრის ნაწილების პრაქტიკული ტესტების და IELTS საუბრის ნაწილის ვიდეო ინტერვიუების მეშვეობით.
ჩვენი IELTS მოსამზადებელი აპლიკაცია ასევე ამოწმებს თქვენს პროგრესს და ხსნის IELTS შეფასების კრიტერიუმებს, რათა იცოდეთ რამდენად მზად ხართ სასურველი ქულის მისაღებად.
IELTS 1001 ways
1001 გზა სახალისო და შემეცნებითი მობილური აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ინგლისური აქცენტები მთელი მსოფლიოდან. თქვენ მხოლოდ უნდა უყუროთ ვიდეოს და გამოიცნოთ საიდან არის მოსაუბრე. შეამოწმეთ თქვენი სმენის უნარები და გახდით აქცენტის ექსპერტი!
თუ გსურთ გახდეთ აპლიკაციის მონაწილე ჩაწერეთ ხუთწამიანი ვიდეო ტექსტით: «There are 1001 ways to speak English» და ვიდეო დაემატება!
ჩამოტვირთეთ: iOS | Android