A girl preparing for IELTS on her computer.

მოემზადეთ IELTS ტესტის ოთხივე ნაწილში 

'IELTS ტესტის გაგება' მეგზურობას გაგიწევთ IELTS ტესტისთვის მომზადებაში რჩევებით, სტრატეგიებით და სავარჯიშოებით ტესტის ოთხივე კომპონენტისათვის. 'IELTS ტესტის გაგება' შედგება ოთხი პატარა კურსისგან ტესტის თითოეული კომპონენტისათვის:

  • კითხვა
  •  წერა
  •  მოსმენა
  • საუბარი

თითოეული კურსი მოიცავს:

  • კონკრეტული კომპონენტის აღწერას და რა უნდა გააკეთოთ კარგი შედეგის მისაღებად
  • შეფასების კრიტერიუმებს, რათა იცოდეთ რას ამოწმებენ გამომცდელები
  • გამოცდის ტექნიკებს ტესტის დღისათვის, რათა დაძლიოთ ყველა ტიპის შეკითხვა
  • რჩევებს და სტრატეგიებს, რათა გაიუმჯობესოთ ცოდნა და მიიღოთ სასურველი შედეგი
  • მოსამზადებელი ტესტები, რათა გამოცდის დღეს საკუთარ თავში იყოთ დარწმუნებული. 

ვინაიდან IELTS ტესტის თითოეულ კომპონენტს აქვს საკუთარი გამოწვევები, ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას, თუ როგორ შეგიძლიათ მათი დაძლევა. 

კითხვა

ამ ნაწილში ყურადღება იქნება გამახვილებული:  

  • ტექნიკებზე, როგორიცაა skimming და scanning თქვენი კითხვის სიჩქარის გასაუმჯობესებლად
  • უცნობ თემებზე კითხვა ინგლისურ ენაზე
  • ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება და უცნობ სიტყვებთან გამკლავება
  • პასუხების გადატანა შეზღუდულ დროში

წერა

ამ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ: 

  • დიაგრამების და მონაცემების გაგება და აღწერა
  • წერა ტენდენციების შესახებ
  • ესეს დაგეგმვა
  • გრამატიკა და ლექსიკა რომელიც გესაჭიროებათ.

მოსმენა

ამ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ: 

  • მოსმენის ტესტის სტრატეგიები
  • მოსმენის დიაპაზონის გაფართოება 
  • როგორ ფოკუსირდეთ მოსმენის დროს
  • დიალოგების მოსმენა ინგლისურ ენაზე 

საუბარი

ამ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებთ: 

  • როგორ გავცეთ გამომცდელის კითხვებს სრული და გამართული პასუხები
  • როგორ გავიუმჯობესოთ თავდაჯერებულობა ინგლისურ ენაზე საუბრის დროს
  • აზრის მოკლედ გადმოცემის დაგეგმვა
  • საკმარისი სათქმელის მოძიება
  • გამოთქმის გაუმჯობესება
  • გრამატიკა, რომელიც ტესტის ამ ნაწილისათვის გჭირდებათ

კურსის ხანგრძლივობა

კურსი საკმაოდ მოქნილია და კვირაში თქვენი დროის მხოლოდ სამ საათს დააკავებს. ოთხი კურსიდან თითოეული გრძელდება სამი კვირის განმავლობაში, ჯამში 12 კვირა.

გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ უფრო სწრაფად დაასრულოთ კურსი, თუ კვირაში სამ საათზე მეტს გამოყოფთ ამისათვის.

See also