წესები და პირობები

IELTS წესებისა და პირობების შესახებ შეიტყობთ დოკუმენტში ინფორმაცია კანდიდატებისთვის, რომელიც თან ახლავს სარეგისტრაციო განაცხადს.

 

წესებსა და პირობებში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის:

  • გამოცდის დღის ორგანიზება
  • რისი შეტანა შეგიძლიათ საგამოცდო აუდიტორიაში
  • ქცევის წესები
  • გამოცდის უსაფრთხოება
  • რას უნდა ველოდოთ შედეგების პროცესისგან
  • გაუქმების პროცესი
  • როგორ ვიყენებთ თქვენი პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციას.

რეგისტრაციის განაცხადში მოცემული დეკლარაციის ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წესებსა და პირობებს, თქვენთვის ისინი გასაგებია და შესაბამისად დაიცავთ მათ. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:   

IELTS გამოცდების უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, უსაფრთხოების დამატებითი ზომის სახით, IELTS ადმინისტრაციული პერსონალი გამოცდის დღეს კანდიდატებს  პასპორტის ზომის ფოტოსურათებს გადაუღებს. ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ ფოტოსურათთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს, რომლებიც გადმოგეცემათ გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ.  

თარიღის შეცვლა

კანდიდატებს შეუძლიათ გააუქმონ თავიანთი გამოცდა, მაგრამ შესაბამისი განაცხადი უნდა გაკეთდეს არანაკლებ ხუთი კვირით ადრე გამოცდის დაგეგმილ დღემდე. თუ გსურთ გამოცდის გაუქმება ან გადატანა, დაგვიკავშირდით  შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში. 

გამოცდის გაუქმება

გამოცდის გაუქმება და თანხის დაბრუნებ შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ შემთხვევაში, თუ:  

რეგისტრაციას გამოცდის თარიღამდე სულ მცირე 5 კვირით ადრე გააუქმებთ. ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული თანხის 25%-ის დაქვითვით.

რეგისტრაციას გამოცდის თარიღამდე 5 კვირის ან ნაკლები დროის განმავლობაში გააუქმებთ, მაგრამ დაასაბუთებთ, რომ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა და წარადგენთ შესაბამის სამედიცინო ცნობას. ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული თანხის 25%-ის დაქვითვით. გამოცდის გასაუქმებლად უნდა შეავსოთ ,,გამოცდის გაუქმება / გადატანის ფორმა.’ და სამედიცინო ცნობასთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით გამოცდამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.  

 

ტესტის მოდულის შეცვლა

კანდიდატმა შესაძლებელია შეცვალოს გამოცდის მოდული გამოცდამდე 6 კვირით ადრე. ამისათვის საჭიროა მოდულის შეცვლის ფორმის შევსება.