თუ გსურთ გაერთიანებულ სამეფოში მუშაობა ან სწავლა, თქვენ დაგჭირდებათ განაცხადის გაკეთება გაერთიანებული სამეფოს ვიზისთვის და დემონსტრირება, რომ პასუხობთ ინგლისური ენის ცოდნის საჭირო დონეს, რისთვისაც უნდა ჩააბაროთ გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანდო ინგლისური ენის ტესტი (SELT), როგორიცაა IELTS UKVI (აკადემიური და ზოგადი მოდული) ან IELTS Life Skills.

რა განსხვავებაა ტესტის ფორმატში IELTS და IELTS UKVI შორის?

არანაირი განსხვავება არ არის ტესტის ფორმატში IELTS (აკადემიური/ზოგადი მოდული) და IELTS UKVI (აკადემიური/ზოგადი მოდული) შორის. ტესტი მსგავსია შინაარსის, ფორმატის, სირთულის დონის და შეფასების თვალსაზრისით. თუმცა, სერთიფიკატი, ოდნავ განსხვავდება და აჩვენებს, რომ თქვენ გაიარეთ ტესტი გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ IELTS UKVI ლოკაციაზე.  

რომელი ტესტის უნდა ჩავაბარო?

თუ სტუდენტი ხართ, გთხოვთ, რეგისტრაციამდე გადაამოწმოთ თქვენს უნივერსიტეტში / კოლეჯში / სკოლაში, რომელი ტესტი გჭირდებათ.

თუ განაცხადს აკეთებთ სტუდენტურ ვიზაზე (კატეგორია 4) უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პირდაპირ საბაკალავრო ან სამაგისტრო ხარისხზე უნივერსიტეტში, რომელიც არის მე-4 კატეგორიის სპონსორი, მაშინ უნდა პასუხობდეთ სასწავლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ინგლისური ენის დონეს. ყველა ბრიტანული უნივერსიტეტი და კოლეჯი იღებს IELTS ტესტის აკადემიური მოდულის შედეგებს ეს ნიშნავს, რომ აღარ მოგეთხოვებათ ჩააბაროთ IELTS UKVI (აკადემიური მოდული) ტესტი და შეგიძლიათ წარადგინოთ IELTS აკადემიური მოდულის შედეგი.

თუ არ ხართ სტუდენტი, გთხოვთ, შეამოწმოთ დაჯავშვნამდე, რომელი ტესტის ფორმატი გჭირდებათ ორგანიზაციაში, სადაც აკეთებთ განაცხადს. 

IELTS UKVI ჩაბარება ბრიტანეთის საბჭოში

IELTS UKVI (აკადემიური და ზოგადი მოდული) ტესტები და IELTS ზოგადი უნარები ბარდება UKVI მიერ დამტკიცებულ ტესტირების ცენტრში. ბრიტანეთის საბჭოს აქვს UKVI მიერ დამტკიცებული ტესტის ჩატარების ლოკაციები მთელ მსოფლიოში.  

IELTS UKVI (აკადემიური მოდული)

ჩააბარეთ ეს ტესტი, თუ უნივერსიტეტი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენ მიმართავთ, ითხოვს, რომ ჩააბაროთ IELTS UKVI (აკადემიური) ტესტი. 

დარეგისტრირდით IELTS UKVI (აკადემიური მოდული)

IELTS UKVI (ზოგადი მოდული)

ტესტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიაროს სწავლება ან ისწავლოს აკადემიური ხარისხის დონემდე გაერთიანებულ სამეფოში. ის ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული სამუშაოდ ან სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლებისთვის ან ბრიტანეთში ემიგრაციისთვის. 

დარეგისტრირდით IELTS UKVI (ზოგადი მოდული)

IELTS ზოგადი უნარების ტესტი

IELTS ზოგადი უნარების ტესტი არის ინგლისური ენის ტესტი იმ პირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მხოლოდ საუბრის და სმენის უნარების დადასტურებას უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) A1, A2 ან B1 დონეებზე გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად.

IELTS ზოგადი უნარები ხელმისაწვდომია ორ დონეზე: 

IELTS ზოგადი უნარები A1

ტესტი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს ინგლისურად სმენისა და საუბრის უნარების განსაზღვრა საოჯახო, მეუღლის ან პარტნიორის ვიზისთვის. 

დაჯავშვნეთ IELTS ზოგადი უნარები A1

IELTS ზოგადი უნარები B1

ტესტი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, ვისაც სურს ინგლისურად სმენისა და საუბრის უნარების განსაზღვრა ბრიტანეთში ბინადრობის ვიზის მისაღებად.  

დაჯავშვნეთ IELTS ზოგადი უნარები B1