რა არის IELTS დიდი ბრიტანეთის ვიზისა და ემიგრაციისათვის (UKVI)?

თუ გსურთ გაერთიანებულ სამეფოში მუშაობა ან სწავლა, თქვენ დაგჭირდებათ განაცხადის გაკეთება გაერთიანებული სამეფოს ვიზისთვის და დემონსტრირება, რომ პასუხობთ ინგლისური ენის ცოდნის საჭირო დონეს, რისთვისაც უნდა ჩააბაროთ გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სანდო ინგლისური ენის ტესტი (SELT), როგორიცაა IELTS UKVI (აკადემიური და ზოგადი მოდული) ან IELTS Life Skills.

რა განსხვავებაა ტესტის ფორმატში IELTS და IELTS UKVI შორის?

არანაირი განსხვავება არ არის ტესტის ფორმატში IELTS და IELTS UKVI ტესტებს შორის. ტესტი მსგავსია შინაარსის, ფორმატის, სირთულის დონის და შეფასების თვალსაზრისით. თუმცა, სერთიფიკატი, ოდნავ განსხვავდება და აჩვენებს, რომ თქვენ გაიარეთ ტესტი გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ოფიციალურ IELTS UKVI ლოკაციაზე.  

რომელი ტესტის უნდა ჩავაბარო?

თუ სტუდენტი ხართ, გთხოვთ, რეგისტრაციამდე გადაამოწმოთ თქვენს უნივერსიტეტში / კოლეჯში / სკოლაში, რომელი ტესტი გჭირდებათ.

თუ განაცხადს აკეთებთ სტუდენტურ ვიზაზე (კატეგორია 4) უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პირდაპირ საბაკალავრო ან სამაგისტრო ხარისხზე უნივერსიტეტში, რომელიც არის მე-4 კატეგორიის სპონსორი, მაშინ უნდა პასუხობდეთ სასწავლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ინგლისური ენის დონეს. ყველა ბრიტანული უნივერსიტეტი და კოლეჯი იღებს IELTS ტესტის აკადემიური მოდულის შედეგებს ეს ნიშნავს, რომ აღარ მოგეთხოვებათ ჩააბაროთ IELTS UKVI (აკადემიური მოდული) ტესტი და შეგიძლიათ წარადგინოთ IELTS აკადემიური მოდულის შედეგი.

თუ არ ხართ სტუდენტი, გთხოვთ, შეამოწმოთ რეგისტრაციამდე, რომელი ტესტის ფორმატი გჭირდებათ ორგანიზაციაში, სადაც აკეთებთ განაცხადს.

გთავაზობთ IELTS UKVI გამოცდის ჩაბარებას თბილისში

გამოცდა აღწერა თანხა
IELTS for UKVI (აკადემიური) ჩააბარეთ ეს ტესტი, თუ უნივერსიტეტი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენ მიმართავთ ითხოვს IELTS UKVI (აკადემიური მოდული) ტესტის ჩაბარებას. 725 ლარი
IELTS for UKVI (ზოგადი მოდული) ჩააბარეთ ეს ტესტი, თუ გსურთ ემიგრაცია ან სწავლა აკადემიური ხარისხის დონემდე გაერთიანებულ სამეფოში. 725 ლარი
IELTS Life Skills A1 ტეტსი განკუთვნილია იმ კანდიდატებისათვის, ვისაც სურს ინგლისურად სმენისა და საუბრის უნარების განსაზღვრა საოჯახო, მეუღლის ან პარტნიორის ვიზისთვის. 644 ლარი
IELTS Life Skills B1 ტეტსი განკუთვნილია იმ კანდიდატებისათვის, ვისაც სურს ინგლისურად სმენისა და საუბრის უნარების განსაზღვრა ბრიტანეთში ბინადრობის ვიზის მისაღებად. 644 ლარი 

რას მოიცავს ტესტის საფასური? IELTS ტესტის საფასური მოიცავს ექსკლუზიურ მოსამზადებელ მასალებს, უფასო სავარჯიშო ტესტებს და კიდევ უფრო მეტ სარგებელს

IELTS UKVI ჩაბარება ბრიტანეთის საბჭოში

IELTS UKVI (აკადემიური და ზოგადი მოდული) ტესტები და IELTS ზოგადი უნარები ბარდება UKVI მიერ დამტკიცებულ ტესტირების ცენტრში. ბრიტანეთის საბჭოს აქვს UKVI მიერ დამტკიცებული ტესტის ჩატარების ლოკაციები მთელ მსოფლიოში.  

ამ ნაწილში

სპეციალური პირობები თქვენი ტესტისთვის

ბრიტანეთის საბჭო დაგეხმარებათ, თუ გაქვთ რაიმე სახის შეზღუდული უნარი, რაც გავლენას მოახდენს IELTS ტესტის ჩაბარებაზე. გაიგეთ მეტი ჩვენი დამხმარე ინსტრუმენტებისა და რეგულაციების შესახებ