Addvantage პროგრამა

როგორ გავხდე Addvantage-ის წევრი?

ამისთვის უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენთან კემბრიჯის ინგლისურის და  IELTS გამოცდების ჩასაბარებლად.  

2013 წლის ივლისში ჩვენ Addvantage პარტნიორობის პროგრამის პირველი ეტაპი ავამოქმედეთ. ჩვენ  მასში გასაწევრებლად ყველა ის სკოლა და ინსტიტუტი მოვიწვიეთ, რომლებმაც ბრიტანეთის საბჭოში 2013 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში ათი ან მეტი გამოცდის კანდიდატი დაარეგისტრირეს. 

Addvantage-ის სარგებელი 

Addvantage პარტნიორობის პროგრამაში გაწევრების შედეგად თქვენი სკოლა / ინსტიტუტი შეუერთდება ორგანიზაციათა ექსკლუზიურ ჯგუფს, რომლებიც თანამშრომლობენ ბრიტანეთის საბჭოსთან და სარგებლობენ ჩვენი რეგულარული კლიენტებისთვის შემუშავებული ბონუსების განსაკუთრებული პაკეტით. გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და შეიტყვეთ მეტი ბონუსების შესახებ, რომლებიც ჩვენ პროგრამის წევრებისთვის პირველ ეტაპზე მოვამზდეთ. 

მეტი ინფორმაციისთვის დაგვვიკავშირდით.

როგორ მუშაობს Addvantage?

Addvantage პროგრამის თითოეული წევრისთვის განკუთვნილი შემოთავაზება დამოკიდებულია მათ მიერ რეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობაზე. წევრები იყოფა ორ კატეგორიად: 

  • ვერცხლის კატეგორია - წევრები, რომლებმაც კემბრიჯის ინგლისურის გამოცდებზე კალენდარული წლის განმავლობაში 21-დან 70-მდე კანდიდატი დაარეგისტრირეს.
  • ოქროს კატეგორია - წევრები, რომლებმაც კემბრიჯის ინგლისურის გამოცდებზე კალენდარული წლის განმავლობაში 71 +  კანდიდატი დაარეგისტრირეს.

 

რას გვთავაზობს ვერცხლის კატეგორია?

Addvantage ვერცხლი გთავაზობთ: 

  • გამოცდის შედეგების ფურცლის უფასო სერტიფიცირებული ასლი კანდიდატებისთვის, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი სერტიფიკატის ორიგინალი. 
  • ბრიტანეთის საბჭოს დასწრება წევრ ორგანიზაციაში  სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე 
  • ერთი უფასო წინასაგამოცდო ტესტი, რომელიც ჩატარდება წევრი ორგანიზაციის შენობაში წელიწადში ერთხელ
  • ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული ორი პრეზენტაცია შეთავაზებული გამოცდების შესახებ, რომელიც ჩატარდება წევრი ორგანიზაციის შენობაში (შენიშვნა: პრეზენტაციის თარიღი და დრო უნდა შეთანხმდეს ბრიტანეთის საბჭოსთან ღონისძიებამდე არაუგვიანეს ორი კვირით ადრე).

 

რას გვთავაზობს ოქროს კატეგორია?

Addvantage ოქრო გვთავაზობს: 

ვერცხლის წევრობით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს პლუს:

  • 5% ფასდაკლება კანდიდატთა რეგისტრირებისას კემბრიჯის ინგლისურის ტესტებსა და გამოცდებზე: YLE, KET, KET for Schools, PET, PET for Schools, FCE, FCE for Schools, CAE, CPE, BEC, ILEC და TKT. (*ფასდაკლების პროცენტი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ჩვენი პარტნიორობის სტატუსიდან გამომდინარე).
  • ინგლისური ენის გამოცდების წევრი ორგანიზაციის შენობაში ჩატარების  შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ შენობა აკმაყოფილებს ბრიტანეთის საბჭოს და კემბრიჯის ინგლისურის სასწავლო ESOL შენობის კრიტერიუმებს და კანდიდატების მინიმალურ დასაშვებ რაოდენობაზე დაწესებულ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს ერთდროულად 50 კანდიდატის რეგისტრირების შესაძლებლობას ნებისმიერ მითითებულ გამოცდაზე: YLE, KET, PET, FCE or CAE.
  • ნებისმიერი დონის შესაბამისი ერთი უფასო გამოცდა 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე პერიოდში ერთი კანდიდატისთვის წევრი ორგანიზაციიდან  
  • ორი უფასო წინასაგამოცდო ტესტი, რომელიც ჩატარდება წევრი ორგანიზაციის შენობაში წლის განმავლობაში 
  • კემბრიჯის ინგლისურის სამი უფასო მოდული - სწავლების უნარის ტესტი (TKT) თქვენი მასწავლებლებისთვის  

 

როდის და როგორ უნდა გაწევრდეთ Addvantage პროგრამაში?

წევრობის გასააქტიურებლად, გთხოვთ, დაუკავშირდით გამოცდების დეპარტამენტს:  

თბილისი 0108 

რუსთაველის გამზირი, 34 

ბრიტანეთის საბჭო 

Tel: +995 (32) 2250407 / 2988014

ელფსტა: exams@ge.britishcouncil.org

Addvantage პროგრამის წევრები

  • უცხო ენების თბილისის ცენტრალური სკოლა (თისიესი)
  • ინგლისური ენის ცენტრი ELL
  • ევროპული სკოლა
  • გორის ინგლისური ენის სკოლა  
  • თბილისის საერთაშორისო სკოლა
  • ინტერ-ელ ცენტრი 
  • შპს სკოლა # 1 (ქუთაისი)