იდეები ცვლიან ცხოვრებას

გაქვთ კარგი ციფრული იდეა, რომელსაც უკეთესი სამყაროს შექმნის შესაძლებლობა გააჩნია? მიიღეთ ჩვენი გამოწვევა და შესაძლოა მოიგოთ პრიზი £20,000. ამასთან ერთად მოგცემთ შანსს იმუშაოთ ჩვენს ციფრულ, საპარტნიორო და ინოვაციურ გუნდთან ერთად  ინიციატივაზე, რომელიც ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების 6 მიზნიდან ერთ-ერთს.

რას მიშნავს მდგრადი განვითარების მიზნები?

მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), ცნობილია როგორც გლობალური მიზნებს, რომლებიც დასახულია უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლისთვის. თქვენი ციფრული იდეა  ამ მიზნებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა ემსახურებოდეს 

თქვენი იდეის შერჩევის შემთხვევაში, მიიღებთ ფულად ჯილდოს  პრიზს - £20,000 და ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად მის განხორციელებაზე და პოპულარიზაციაზე 100-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ვსაქმიანობთ.

როგორ შეიძლება ჩაერთოთ?

"იდეები ცვლიან ცხოვრებას" ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციებისთვის. განაცხადის შემოსატანად, 23 ნოემბრის შუაღამემდე (ბრიტანული დროით) უნდა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა . 250 სიტყვით უნდა აღწეროთ როგორ შეიძლება შეცვალოს თქვენმა იდეამ სამყარო. ფინალისტებს გამოვაცხადებთ  30 ნოემბერს და ორი გამარჯვებული ცნობილი გახდება 21 დეკემბერს, შუადღისას (12 სთ).