Date
პარასკევი 01 July 2016 00:00ორშაბათი 25 July 2016 00:00
ადგილმდებარეობა
რეგისტრაციის ბოლო ვადა

თუ თქვენ ხართ ინგლისური ენის მასწავლებელი და გსურთ, გააგრძელოთ პროფესიული ზრდა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან კვლევით უნივერსიტეტში, შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი საუსემფტონის უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად შემუშავებულ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 

…ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებაა, რომელიც დამეხმარა ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში... კურსის ძირითადი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შემიძლია ვისწავლო სახლიდან გაუსვლელად და თან არ მოვწყდე ძირითად პროფესიულ საქმიანობას.“ ინგლისური ენის სწავლების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, 2014 წ.

პროგრამა გრძელდება 2 წელი და 6 თვე და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამაგისტრო კურსს გამოყენებითი ლინგვისტიკისა და ინგლისური ენის სწავლების (ELT) თეორიასა და პრაქტიკაში. კურსს უძღვება საუსემფტონის უნივერსიტეტის  ონლაინ კურატორთა გამოცდილი და მაღალკვალიფიცირებული გუნდი.  

სწავლება მთელი კურსის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ ნებისმიერი ადგილიდან თქვენთვის ხელსაყრელ  დროს.   

კურსის პირველი ორი წელი დაეთმობა ენის სწავლების მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის  სწავლებას და შეფასებას, ხოლო ბოლო სემესტრი - კვლევას და სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას.  

გაიგეთ მეტი ინგლისური ენის სწავლების სამაგისტრო პროგრამის შესახებ. კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: MastersELTonline@britishcouncil.org.