ბრიტანეთის საბჭო იწყებს ახალ საერთაშორისო პროგრამას საგამომცემლო სექტორში დასაქმებულთათვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალ გამომცემლებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას.

საქართველოში პროგრამა ხორცილდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

პროგრამის შესახებ

ორი პროფესიონალი ქართველი გამომცემელი იმუშავებს ბრიტანელ კოლეგებთან ერთად 2019 წლის სექტემბრიდან-2020 წლის სექტემბრამდე. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ მათ ბრიტანელ კოლეგებს სასწავლო ვიზიტების დროს, რათა კარგად გაეცნონ ბრიტანულ საგამომცემლო სექტორს  და დაამყარონ პროფესიული კავშირები ბრიტანეთთან. 

პროფესიული განვითარების ფონდი

პროგრამის დასასრულს თითოეულ მონაწილეს პროფესიული განვითარების ფონდი შესთავაზებს შესაძლებლობას გააკეთონ საპროექტო განაცხადი 3 000 ფუნტამდე ოდენობის თანხაზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შეეძლებათ გააგრძელონ საერთაშორისო პროფესიული კავშირების განმტკიცება.

კონკურსში მონაწილეობისთვის ვიწვევთ პროფესიონალ ქართველ გამომცემლებს რომლებსაც:

  • აქვთ სექტორში მუშაობის 2-6 წლამდე გამოცდილება
  • საქმიანობენ საგამომცემლო სექტორში (იგულისხმება ნებისმიერი ჟანრის (მხატვრული თუ არა-მხატვრული) საგამომცემლო საქმე)

ეს არის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გათვლილია  ფიზიკურ პირებზე და არა ორგანიზაციებზე.  თუმცა დაინტერესებულ პირებს მოეთხოვებათ  შევსებულ აპლიკაციასთან ერთად წარმოადგინონ დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე. 

როგორ შევავსო განაცხადი

განაცხადის შევსებამდე, გთხოვთ გაეცანოთ სრულ ინფორმაციას აპლიკანტის დახასიათების, საგამომცემლო სექტორის და ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. განაცხადის სახით გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

შევსებული დოკუმენტები გთხოვთ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ketevan.Tvildiani@ge.britishcouncil.org ელექტრონული ფოსტის საგანში მიუთითეთ:საერთაშორისო  პროგრამა საგამომცემლო სექტორში დასაქმებულთათვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 16 ოქტომბერი, 17:00 სთ.