ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერთიანებულ სამეფოში არსებულ ინოვაციურ სააგენტოსთან  Nesta და მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში ვიყენებთ მათ მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას. ამით ჩვენ ვეხმარებით შემოქმედებით მეწარმეებს შეიძინონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც თავიანთი ბიზნესის გასაძლიერებლად და საკუთარი იდეების მდგრად საწამროებად გარდაქმნისთვის ესაჭიროებათ.

შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამა განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც  კრეატიულ ინდუსტრიებში არიან ჩართული, ისეთებში როგორებიცაა რეკლამა და მარკეტინგი; არქიტექტურა; ხალხური რეწვა; კრეატიული ჰაბები; დიზაინი (პროდუქტი, გრაფიკა, ინტერიერი და ა.შ.); ციფრული მედია და თამაშები; მოდა; კინო, ტელევიზია და რადიო; საშემსრულებლო ხელოვნება; გამომცემლობა და ლიტერატურა; მუზეუმები, გალერეები და ბიბლიოთეკები; მუსიკა, სახვითი ხელოვნება და ფოტოგრაფია.

საქართველოში პროგრამა ხორციელდება შემოქმედებით საქართველოსთან პარტნიორობით.

ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება

პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, ვიწვევთ მსურველებს  სამდღიან ვორკშოპზე დასასწრებად. სულ შეირჩევა 25-მდე მონაწილე. ვორკშოპი შემოქმედებით და სოციალურ მეწარმეებს ხელს შეუწყობს  თავიანთი ბიზნესის წარმატებით წარმართვაში. იგი ემყარება “learn-by-doing” მიდგომას - მონაწილეები შეასრულებენ საკუთარ ბიზნესზე მორგებულ დავალებებს. გამოყენებული იქნება ინტერაქტიული დავალებები, ჯგუფებში მუშაობა, და მოწვეული მომხსენებლები. მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა რეფლექსიას და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს ვორკშოპი?

  • მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ბიზნესის ან სტარტაპების გამოცდილება შემდეგი სფეროებიდან: გამომცემლობა, დიზაინი, მოდა, რეწვა/ხელნაკეთობები, არქიტექტურა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება, კინო, რადიო / ტელევიზია, ფოტოგრაფია, ვიდეო თამაშები, ციფრული მედია, ფესტივალის მენეჯმენტი, კრეატიული ჰაბები, IT გადაწყვეტილებები კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივებისათვის და ა.შ.
  • ვორკშოპის მონაწილეები უნდა იყვნენ სამეწარმეო კარიერის ადრეულ ეტაპზე - სასურველია მათ საწარმოების წარმართვის არა უმეტეს 2 წლიანი გამოცდილება გააჩნდეთ, იმყოფებოდნენ საკუთარი საწარმოს შექმნის საწყის ეტაპზე  ან გააჩნდეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრეატიული იდეა.  

როგორც გავაკეთოთ განაცხადი?

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა.

თქვენი აპლიკაცია საშუალებას მოგვცემს წარმოდგენა შეგვექმნას თქვენი ბიზნესისა და საჭიროებების შესახებ. არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. შესაბამისად, გთხოვთ, განაცხადის შევსებისას  შეავსოთ განაცხადის ფორმა საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 6 სექტემბერი, 23:59 საათი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვორკშოპის სამუშაო ენაა ინგლისური, შესაბამისად კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე.