Envision Sound 2019 არის ჩვენი პოპულარული საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ციკლი. ის გამიზნულია კომპოზიტორებზე რომლებიც ცხოვრობენ აღმოსავლეთ ევროპის (მათ შორის საქართველოს) და   ცენტრალური აზიის ქვეყნებში და  რომელთაც სურთ პროფესიული უნარების განვითარება ფილმებზე მუშაობის საშუალებით. ეს შესანიშნავი პროგრამა ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას და მუსიკისა და  კინოს ინდუსტრიაში ჩართულ პროფესიონალებს აძლევს საშუალებას იმუშავონ ქსელურად. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობით უკრაინის ოლეკსანდრ დოვჟენკოს ეროვნულ ცენტრათან.   

ბრიტანეთის საბჭო და დოვჟენკოს ცენტრი გთავაზობთ დამატებით გრანტებს,  პროექტებისთვის, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში განვითარდება და რომელთაც მენტორები შეარჩევენ  შემდგომი დამუშავებისთვის.   

პროგრამის ჩატარების ადგილი და თარიღი: კიევი, 18-23 თებერვალი 2019

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი,2018.

პროგრამა უხვად შეიცავს პრეზენტაციებს და პრაქტიკულ ვორკშოპებს, პროფესიონალი კომპოზიტორების შესახებ  სიტუაციურ მაგალითებს, დისკუსიებს, საღამოს ჩვენებებებს, წარმოდგენებს და ქსელურ სამუშაოს. მონაწილეები და მენტორები ერთად გამოიკვლევენ ფილმისთვის მუსიკის დაწერასთან  დაკავშირებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს.

2019 წლის პროგრამების მენტორები იქნებიან ბრიტანელი კინო- კომპოზიტორები ნაინიტა დესაი და დენიელ პატრიკ კოენი.

ვორკშოპების შემდეგ Envision Sound -ი გთავაზობთ საღამოს პროგრამას, რომელზე დასწრებაც არა-მონაწილეებსაც შეეძლებათ. ერთ საღამოს მომხსენებელი იქნება ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდი, რომელიც გააკეთებს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „შანტაჟი“(1929)-ს და მისი პარტიტურის ჩანაწერის პრეზენტაციას. ნილ ბრენდი ასევე  ჩაატარებს ლექციას კინოსა  და მუსიკის პროფესიონალებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეძიებენ რეჟისორები კომპოზიტორებში და როგორ თანამშრომლობს ეს ორი პროფესიონალი. 

დააწკაპუნეთ აქ რათა ნახოთ რა ხდებოდა შარშან Envision Sound-ზე. 

მონაწილეები

პროგრამის მონაწილეთა რაოდენობაა 12. (6 აპლიკანტი უკრინიდან და 6 აპლიკანტი აღმოსავლეთ ევროპის (მათ შორის საქართველო) და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან (ასევე აზერბაიჯანი, სომხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ყაზახეთი და ყირგიზეთი).

აპლიკანტს მოეთხოვება

  • იყოს კომპოზიტორული კარიერის დამწყებ ან საშუალო ეტაპზე და ქონდეს სულ მცირე ორ კინო ან სატელევიზიო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება.
  • ფლობდეს ინგლისურს სულ მცირე B2 (საშუალოზე მაღალ)დონეზე.
  • იყოს მონაწილე ქვეყნებიდან ერთ ერთის მოქალაქე.
  • დაესწროს ყველა ვორკშოპსა და აქტივობებას, რომლებიც ჩატარდება კიევში, 2019 წლის 18-23 თებერვალს.

მივესალმებით მონაწილეებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა მუსიკალურ სტილსა და საფილმო ჟანრში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 

ღირებულება

Envision Sound -ის პროგრამაში მონაწილეობა  უფასოა.

უკრაინის და კიევის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მონაწილეების მგზავრობისა და საცხოვრებელ ხარჯებს სრულიად დაფარავს ბრიტანეთის საბჭო.   

როგორ შევიტანოთ განაცხადი

ატვირთეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე და თან დაურთეთ თქვენი ბოლოდროინდელი ორი ან სამი მუსიკალური კომპოზიციის  ლინკი.  კომპოზიციათაგან ერთი მაინც უნდა იყოს კინემატოგრაფიული ნამუშევარი. თითოეული ატვირთული მუსიკის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 15 წუთი.  სააპლიკაციო ფორმის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ.

მნიშვნელოვანი თარიღები

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 28 ოქტომბერი.

წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას 2018 წლის 23 ნოემბრისთვის.

მონაწილეებს გაეგზავნებათ წინა სავორკშოპე დავალება: 2018 წლის 30 ნოემბერს (TBC)

Envision Sound -ის პროგრამა: 17-24 თებერვალი 2019 ( თითო სამოგზაურო დღის ჩათვლით თითოეულ მხარეს)

შერჩეული საგრანტო პროექტების გამოცხადება: 2019 წლის თებერვალი

მენტორები

ნაინიტა დესაი 

ნაინიტა დესაი არის BAFTA BREAKTHROUGH BRIT-ი 2016-2017  -ს გამარჯვებული  და  ერთ-ერთი წამყვანი კომპოზიტორი ბრიტანეთში, რომელმაც შექმნა მუსიკა ძალიან ბევრი სერიალისა თუ ფილმისთვის ისეთი  წამყვანი სამაუწყებლო კომპანიებისთვის, როგორებიცაა BBC. HBO, ITV და C4.  სულ ახლახანს მიიღო Music + Sound-ის პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის შექმნილი მუსიკისთვის.  არის 2016 წლის a Women in Sync-ის  ნომინანტი, 2014 წლის RTS Craft Award-ის ნომინანტი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და  RTS Scotland Awards 2014-ის ნომინანტი.

ნაინიტა დესაის ბოლოდროინდელი ნამუშევრებია მუსიკა შემდეგი მხატვრული ფილმებისთვის: 5 Years in Love And War (C4) რომლის რეჟისორიც გახლავთ Emmy-ს ჯილდოს მფლობელი ედ უოთსი.Untamed Romania,  The Life After (BBC / Irish Film Board), დრამები Anemone (BBC Film | Film London) ა.შ.  და Barlow. 

ის ასევე ცნობილია მუსიკალური ნამუშევრებით, რომლებიც შემდეგი დრამებისთვის შექმნა: Emmy-ის ჯილდოს მფლობელი Maxwell (BBC)  და დოკუმენტური დრამა To Kidnap A Princess(ITV), ამჟამინდელი პროექტები მოიცავს შემდეგს: The Confessions of Thomas Quick (BFI/Film4), 2018 წლის Bafta-ს დაჯილდოვებაზე ნომინირებული  Raped: My Story and Catching A Killer (C4), სერიალი Human Planet და  Extraordinary Rituals the BBC NHU, მრავალი Bafta-ს ჯილდოს მფლობელი სერიალი და თემატური მუსიკა პრესტიჟული BBC-ის  ფილმისთვის  Royal Wedding Meghan and Harry. 

ნაინიტას მუსიკალური კარიერა დოკუმენტური ფილმებით დაიწყო. მან მაღალი რეპუტაცია მოიპოვა   კინო-ინდუსტრიაში სხვადასხვა პროექტებზე წამყვან რეჟისორებთან მუშაობით, რომელთაც მიღებული აქვთ OSCAR, BAFTA, EMMY ჯილდოები და გაიმარჯვეს ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა ხმის დიზაინერი. ნაინიტას კარიერა დაიწყო ბერტოლუჩისთან მხატვრული ფილმით ,,პატარა ბუდა’’ და ვერნერ ჰერცოგთან  ფილმში ,,სიბნელის გაკვეთილები’’ 

http://nainitadesai.com/ 

დეინიელ პატრიკ კოენი

დეინიელ პატრიკ კოენი არის რუმინეთში მცხოვრები ბრიტანელი კომპოზიტორი, რომელიც  დაინტერესებულია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრებით. ის ქმნის როგორც კინო- მუსიკას, ასევე ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას. 

დანიელ პატრიკ კოენმა  პირველად მაშინ მიიქცია საერთაშორისო ყურადღება, როცა აღმოჩნდა იმ კომპოზიტორთა შორის, ვინც მიიწვიეს ალფრედ ჰიჩკოკის  მუნჯი ფილმებისთვის მუსიკის დასაწერად ბრიტანული კინო  ინსტიტუტის პროექტის -  „გადავარჩინოთ ჰიჩკოკი 9“ - ფარგლებში. მისი შექმნილი 90-წუთიანი მუსიკალური გაფორმება  ჰიჩკოკის პირველი ფილმისთვის The Pleasure Garden  მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრულდება; აღსანიშნავია  მისი შესრულება კოპაკაბანას პლაჟზე და ტრანსილვანიის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე.   

2015 წლის დასაწყისში დენიელ პატრიკ კოენმა გამოუშვა თემატური ალბომი სახელწოდებით The Passenger მიქელანჯელო  ანტონიონის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით. ალბომის ინსპირაცია იყო კინორეჟისორ  დეივიდ ლინჩის გამონათქვამი. როგორც ამბობენ ბარი ადამსონის ოიდიპოს შმოიდიპოსის პირველად მოსმენის შემდეგ, ლინჩმა თქვა: ‘ეს ჰგავდა საკუთარ გონებაში ჰიჩკოკის ფილმების გაგონებას’. დენიელის სხვა თანამედროვე მუსიკა მოიცავს Reciprocity-ს. ეს გახლავთ სიმღერათა ციკლი. ის შეიქმნა კანადელი პოეტის დარია ფარას ექვსი პოემის მიხედვით, პოეტის დის ჯულიანას დაკვეთით. 

დენიელს სამი ფილმის საუნდტრეკი მზად აქვს გამოსაცემად; ამავე დროს  მუშაობს  Pleasure Garden-ის პროექტის მემკვიდრეობის ღირსეულ უზრუნველყოფაზე.  ის ასევე მუშაობს მეორე ალბომზე. მისი მიზანია  თავისი  ალბომების რაოდენობით აჯობოს სტეინლი კუბრიკის   ფილმებს.

www.danielpatrickcohenmusic.co.uk

ნილ ბრენდი

ნილ ბრენდი 30 წელია არის უხმო ფილმების აკომპანიატორი, ის რეგულარულად თანამშრომლობს  ლონდონის ბარბიკანისა და  BFI  ნაციონალურ კინო თეატრებთან ბრიტანეთის მასშტაბით, კინო ფესტივალებთან და მსოფლიო მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ივენთებთან ავსტრალიაში, ახალ ზერლანდიაში ( სამჯერ), ამერიკაში, ისრაელში, შვედეთში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, იტალიაში ბოლონიის, აოსტას, ბერგამოს და პორდენონის ფესტივალებთან, სადაც მან გახსნა სამუსიკო სკოლა, სადაც ახალგაზრდა პიანისტები იღებენ განათლებას მუნჯი კინოს კომპანირების შესახებ.

ის პროფესიით არის მსახიობი, თუმცა უფრო ცნობილია,  როგორც მწერალი/შემსრულებელი/კომპოზიტორი,რომელმაც  შექმნა მუსიკა ისეთი ფილმების ვიდეო რელიზებისთვის, როგორიცაა South (შექლეტონის მოგზაურობა სამხრეთ პოლუსზე), ალფრედ ჰიჩკოკის The Ring, Piccadilly  (რომლის პრემიერაც გაიმართა ლინკოლნის ცენტრში), დეივიდ ლოიდ ჯორჯის დიდებული ფილმი The Life and Times რომელიც განეკუთვნება კინემატოგრაფიის საწყის ეტაპს. მისი უახლესი DVD ჩანაწერები არის შერლოკ ჰოლმსისთვის (დიდებული Gilette film),  Ozu Classics Criterion-თვის და Cinematheque Francais-თვის შედეგი მუსიკა: Maison du Mystere,  Le Brasier Ardent, Les Adventures de Robert Macaire და Mauprat.