BBC World Service-თან ერთად ვატარებთ რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსს, რომელიც დრამატურგებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას თავიანთი რადიო პიესა მსოფლიოს მილიონობით მსმენელს გააცნონ  BBC World Service-ის ეთერით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია  ნებისმიერ  მწერალს მიუხედავად გამოცდილებისა. მთავარია კონკურსანტი არ იყოს ბრიტანეთის მოქალაქე. რადიო პიესა შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე; მთავარი მოთხოვნაა მისი ხანგრძლივობა - დაახლოებით 53 წუთი. პიესა უნდა ჩაბარდეს ინგლისურ ენაზე. რადიო პიესასთან ერთად უნდა გაიგზავნოს პიესის მოკლე რეზიუმე (არაუმეტეს 400 სიტყვა) პიესის მოკლე შინაარსით.

წელს, პირველი პრიზის მფლობელი ორი გამარჯვებული შეირჩევა კატეგორიებში: ინგლისური, როგორც მშობლიური ენა ან ინგლისური, როგორც უცხო ენა. ორივე გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 2500 ფუნტის ოდენობით, გაემგზავრება ლონდონში დაჯილდოვების ცერემონიალზე დასასწრებად და დაესწრება საკუთარი პიესის ჩაწერის პროცესს. 

თქვენი პიესა უნდა გაგზავნოთ 2020 წლის 31 იანვრამდე. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და აპლიკაციის შევსების შესახებ, იხილეთ ბრიტანეთის საბჭოს თეატრისა და ცეკვის ვებგვერდზე.

სად უნდა ჩაბარდეს რადიო პიესა?

გარე ბმულები