თურქეთსა და უკრაინასთან თანამშრომლობით, ვიწყებთ რეგიონულ პროგრამას მუზეუმი კედლების გარეშე. პროგრამა წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს ინტერნეტ კავშირი. გვჯერა, რომ ციფრული სივრცე წარმოადგენს ახალ უსაფრთხო გარემოს ურთიერთობის და ურთიერთგაგების დასამყარებლად და დიალოგის წარსამართად.

აღნიშნული ონლაინ პროექტის საშუალებით გვსურს ხაზი გავუსვათ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, რომლებიც:

  • არღვევენ ფიზიკურ საზღვრებს და ბარიერებს
  • არის კულტურათაშორისი დიალოგის საფუძველი
  • ხელს უწყობენ იდენტობის და მიკუთვნებულობის გააზრებას
  • ქმნიან ყველგან და ყველასთვის მისაღებ ენას.

საქართველოში პროგრამა - მუზეუმი კედლების გარეშე - არის ნაწილი პროექტისა ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტები.

ვაცხადებთ კონკურსს კურატორებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის საქართველოდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

ბრიტანეთის საბჭო სთავაზობს შესაძლებლობას სამ კურატორს და ხელოვანს   საქართველოდან, თურქეთიდან და უკრაინიდან ერთობლივად გაუწიონ კურატორობა ბრიტანეთის საბჭოს ციფრული გამოფენის პლატფორმას „მუზეუმი კედლების გარეშე“.  პროექტის - „მუზეუმი კედლების გარეშე“ - ფარგლებში უკვე წარმატებით ჩატარდა სამი გამოფენა, რომლებზეც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები ბრიტანეთის საბჭოსა და თურქი ხელოვანების კოლექციიდან. ეს ციფრული პლატფორმა დაჯილდოვებულია თურქეთის ,,ოქროს ობობის ქსელის’’ პრიზით ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო ვებგვერდი’’ და ვერცხლის მედლით საერთაშორისო დიზაინისა და კომუნიკაციების კონკურსში. 

თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა ერთი კანდიდატი (საქართველო, თურქეთი და უკრაინა). ისინი ერთად იმუშავებენ ფინალურ ერთობლივ ციფრულ გამოფენაზე ინგ თანის (ბრიტანელი კურატორი, ვიზუალური ხელოვანი)  ხელმძღვანელობით. მომავალი გამოფენის თემაა „In Between“.

შერჩეული კურატორები ეწვევიან დიდ ბრიტანეთს და პროექტში მონაწილე ქვეყანებს ერთმანეთთან თანამშრომლობის მიზნით. ამასთანავე ვიზუალური ხელოვნების პროფესიონალებს ექნებათ საშუალება გაიუმჯობესონ საგამოფენო იდეები, ციფრული უნარები და საერთაშორისო კავშირები.

გამოფენის იდეა ეფუძნება თემას „In Between“.

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში სიტყვა „ეროვნული“-ს განმარტება გამოწვევის წინაშე დგას, რადგან გლობალიზებული სამყარო ხასიათდება ინფორმაციის უწყვეტი გაცვლით, რაც ინტერნეტის დამსახურებაა. ინტერნეტი ამსხვრევს ეროვნულ ბარიერებს და ხელს უწყობს მობილობის მაღალ დონეს რითაც ადამიანები ხდებიან მულტი- კულტურული საზოგადოების წევრები. ამგვარ ინტერნაციონალურ გარემოში მუშაობის მთავარ მიზანს წარმოდგენს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება რომლის მიზანია საზოგადოებაში თანასწორობის, მრავალფეროვნების და ინკლუზიის წამყვან ასპექტებად ქცევა. 

გამოფენა ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე: დისლოკაცია, იძულებით გადაადგილება, კულტურული იდენტობა და სივრცეებს შორის  დაფიქსირებული წამები.  პროექტის ფარგლებში შერჩეულ კურატორებს მოეთხოვებათ ითანამშრომლონ როგორც ბრიტანეთის საბჭოს კოლექციის ციფრულ გამოფენის, ასევე ადგილობრივ ხელოვანთა კოლექციის ციფრულ გამოფენის კურატორობის გასაწევად.  შერჩეული კურატორებისადმი  მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში  -  იფიქრონ იდეებზე, რომლებიც უკავშირდება  დროებითობას, მიგრაციას, მოგზაურობას და იდენტობის ცვლილებას.

საწყის ეტაპზე კურატორები შექმნიან ინდივიდუალურ შეთავაზებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ბრიტანეთის საბჭოს კოლექციაში შემავალი ნამუშევრების პირველად ჩამონათვალზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს და დაიხვეწოს, თუმცა შერჩეულ კურატორებს დაევალებათ ითანამშრომლონ ერთობლივი ციფრულ გამოფენისთვის ნამუშევრების შერჩევის პროცესში. 

კურატორების კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდა.  თეონა ბურკიაშვილი (საქართველო), სეიჰან მუსაოღლუ (თურქეთი) და ტატიანა კოჩუბინსკა (უკრაინა) ერთად  იმუშავებენ ონლაინ გამოფენაზე. 

ადრინდელი ვირტუალური გამოფენების ნიმუშები იხილეთ „გარე ბმულების" ნაწილში

გარე ბმულები