ონლაინ კურსი: "ისწავლე ინგლისური: შექსპირი"

გაიუმჯობესეთ ინგლისური ენის ცოდნა უილიამ  შექსპირის ცხოვრების და ნაწარმოებების შესწავლით.

ეს უფასო ონლაინ კურსი გაგაცნობთ უილიამ შექსპირის ცხოვრებას და მოღვაწეობას მისი დაბადების ადგილიდან Globe თეატრამდე ლონდონში. იცოდით, რომ შექსპირმა 1000-ზე მეტი სიტყვა და გამოთქმა შექმნა, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ? თქვენ შეგიძლიათ შექსპირისეულ ენობრივ თავისებურებებს ჩვენი ახალი ონლაინ კურსით გაეცნოთ. 

კურსის შესახებ

 ჩვენ განვიხილავთ შექსპირის 5 პიესას მსახიობებთან და ექსპერტებთან ერთად. ისინი ისაუბრებენ შექსპირისეულ თემაზე, რომელსაც იგი კონკრეტულ ნამუშევარში მოიაზრებდა. ეს ნაწარმოებებია:  

  • რომეო და ჯულიეტა, 
  • ჰამლეტი, 
  • აურზაური არაფრის გამო, 
  • ქარიშხალი და
  • მაკბეტი. 

ერთი ვიდეო "მასწავლებელი" მიმოიხილავს კურსს და გაარჩევს ზოგიერთ სიტყვას და გამოთქმას, რომლებიც შექსპირმა შემოიტანა ინგლისურ ენაში. თქვენი ცოდნა შეგიძლიათ მოკლე კითხვებით შეამოწმოთ და ასევე სასურველია თქვენი აზრი შექსპირის მიერ წამოჭრილ საკითხებზე ჩვენც გაგვიზიაროთ. 

ვისთვის არის ეს კურსი

ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული მასალა განკუთვნილია ინგლისური ენის შესწავლის მსურველებისთვის, რომელთაც უილიამ შექსპირის ენა და მისეული ენობრივი ხედვა აინტერესებს. მასალა შექმნილია მათთვის, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის მაგრამ საშუალო დონეზე ფლობენ (ენების ევროპული ჩარჩოს მიხედვით  B1 დონეზე).

როდის შეგიძლიათ დაიწყოთ

ეს კურსი ძალიან მოქნილია: შეგიძლიათ კვირაში ორი საათის განმავლობაში იმეცასინოთ და თქვენთვის მოხერხებულ დროს.  

კურსი 6 კვირიანია და 2016 წლის 21 თებერვალს სრულდება.