რა არის „შექსპირი ცოცხლობს“?

„შექსპირი ცოცხლობს“ არის ღონიძიებების და აქტივობების გლობალური პროგრამა, რომელიც განხორციელდება 2016 წელს  და ეძღვნება  მსოფლიოს ყველაზე პოპულარული დრამატურგის გარდაცვალების 400 წლისთავს. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, ინოვაციურ თეატრალურ და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს, კინო ჩვენებებს, საერთაშორისო ხელოვნების გამოფენებს და საგანმანათლებლო რესურსებს ინგლისური ენის შემსწავლელთათვის.

როგორ ჩავერთოთ პროგრამაში?

პროგრამის უმნიშვენლოვანესი ღონისძიება იქნება მასიურ მონაწილეობაზე გათვლილი პროექტი, რომელში მონაწილეობისათვის ვიწვევთ ყველა მსურველს, რომელთაც კრეატიულად უნდა წარმოადგინონ  ნაწყვეტები შექსპირის პიესებიდან. პროექტის კულმინაცია კი იქნება  შექსპირის ნაწარმოებების ამ ნაწყვეტების  ციფრული პრეზენტაცია. პროგრამის ღონისძიებებში და ვორქშოფებში მონაწილების მისაღებად გთავაზობთ მრავალ სხვა საშუალებას, რომელთა მოძიებაც შესაძლებელია პროგრამის ვებგვერდზე. პროგრამის შესახებ  ინფორმაციის რეგულარულად მისაღებად შემოგვიერთდით ტვიტერზე #ShakespeareLives.

შესრულეთ თქვენი როლი - გაგვიზიარეთ თქვენი შექსპირი

ბრიტანეთის საბჭო და კამპანია GREATახორციელებენ   უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილ  გლობალურ პროგრამას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია VSO-სთან, რათა შექსპირისადმი მიძღვნილი ამ პროგრამის საშუალებით მოვიძიოთ ფონდები VSO-ს საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშესაწყობად. VSO-ს მოხალისეები მთელს მსოფლიოში ეხმარებიან უღარიბეს ადამიანებს განთლების მიღებაში და ამით მათთვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში. ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოტვირთეთ დოკუმენტი განყოფილებიდან "Downloads" 

გარე ბმულები