მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს წამყვანი ონლაინ მაუწყებლის Boiler Room-ის წამომადგენლები თბილისში ბრუნდებიან.

გლობალური ონლაინ მუსიკის პლატფორმის Boiler Room-ის წარმომადგენლები კვლავ ბრუნდებიან თბილისში, რომ იმუშაონ ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად სამდღიან ტრენინგზე, რომელიც ჩვენი რეგულარული პროგრამის Selector PRO ფარგლებში ჩატარდება. ვიზიტის ბოლოს ისინი გამართავენ მსოფლიოში ცნობილ ონლაინ-წვეულებას სახელწოდებით: Boiler Room Alive. 

პროგრამა Selector PRO  მიზნად ისახავს ბრიტანული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას   მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. პროგრამის ფარგლებში უზრუნველვყოფთ პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ტრენინგების, DJ სესიების და საუბრების ჩატარებას  როგორც მუსიკალური ღონისძიებების მენეჯერებისთვის და ფესტივალების პროდიუსერებისთვის, ისე იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუსიკაზე წერენ. 

დრო: დაზუსტდება მოგვიანებით
ადგილმდებარეიბა დაზუსტდება მოგვიანებით

See also

გარე ბმულები