გზა პროფესიული სრულყოფილებისაკენ 

სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, თურქეთის, უკრაინისა და უზბეკეთის სკოლადამთავრებულებში, რომლებიც  ფეხს დგამენ დასაქმების სამყაროში ან უმაღლეს განათლებაში, აღინიშნება ინგლისური ენის კომპეტენციის დაბალი დონე. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენი პროგრამა "ინგლისური მომავლისთვის" უზრუნველყოფს კვლევასა და გამოწვევების სიღრმისეულ ხედვას, ინოვაციებს საგანმანათლებლო სისტემის დასახვეწად  და მხარდაჭერას ინგლისური ენის მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის ზემოთ ხსენებულ შვიდ ქვეყანაში. 

ჩვენი საქმიანობის მეშვეობით, გვსურს, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობები, რათა ისინი მომავალში დასაქმდნენ და/ან განაგრძონ განათლება და გზა პროფესიული სრულყოფილებისაკენ.

ეს პროგრამა სამწლიანია და პირველი წლის განმავლობაში ფოკუსი გაკეთდება შემდეგზე:

  • კვლევა:ჩვენგანვახორციელებთ მასშტაბურ კვლევასრათა გავაანალიზოთ 16 წლისმოზარდების ინგლისური ენის უნარები (მათი მოტივაცია, მისწრაფებები და რას ანიჭებენ უპირატესობას სწავლისას), საკლასო მუშაობის პრაქტიკა, ინგლისური ენის მასწავლებლების დამოკიდებულება და რამდენად ახდენს ეს ყოველივე ქვეყანაში ინგლისური ენის  პოლიტიკაზე ზეგავლენას.
  • ენის პოლიტიკის ფორუმი: ბრიტანეთის საბჭო გააზიარებს კვლევის შედეგებს და მოიძიებს  ინგლისური ენის პოლიტიკასა და ინგლისური ენის მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში არსებული  პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო  გზებს. 2020 წლის მარტის პირველ ნახევარში ვგეგმავთ ინგლისური ენის სიმპოზიუმის ჩატარებას უკრაინაში.
  •  მასწავლებელთა პროფესიული განვითარება: ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, როდესაც საქმე ეხება მასწავლებლებთან მუშაობასა და მათი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად ციფრული ინოვაციების შექმნას. ამიტომაც ჩვენ შევქმნით მასწავლებელთა საპილოტე ვირტუალურ  თემს (რომელსაც ვუწოდებთvTAG-ს - ვირტუალურ მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფს), რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ მსგავსი მოსაზრებების მქონე პროფესიონალებს, წვდომა ჰქონდეთ რესურსებთან და ჰქონდეთ ინდივიდუალური ონლაინ სწავლის გამოცდილება. საპილოტე ფაზიდან დაგროვილი ცონდის და ინფორმაციის  გამოყენებით ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ციფრულ შემოთავაზებას და გავუზიარებთ 190,000 მასწავლებელს, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, თურქეთში, უკრაინასა და უზბეკეთში. 

ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ინგლისური ენის სწავლებაში (ELT), შემოქმედებით და ციფრულ სექტორებში და პირველივე წელს განხორციელებული კვლევით ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ორი წლის პროგრამის შესამუშავებლად.