მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება (Future English Online Teacher Community) არის მათ მიერვე მართული ახალი პროფესიული ხასიათის ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
პლატფორმა უნიკალურია, რადგან მონაწილე ქვეყნების ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს ონლაინ სივრცეს, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაიცნონ კოლეგები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ წვდომა სიქრონულ და ასინქრონულ ღონისძიებებზე და სასწავლო რესურსებზე და ასევე მოახდინონ საკუთარი განვითარების დოკუმენტირება უსაფრთხო გარემოში გამოცდილი და დატრენინგებული ფასილიტატრების დახმარებით.
პლატფორმაზე პედაგოგებს ეძლევათ წვდომა ბრიტანეთის საბჭოს და ინგლისური ენის სწავლების სხვა ბრიტანული ინსტიტუციების მიერ შემუშავებულ შესაბამის რესურსებზე. მათ ასევე შეუძლიათ ჩაერთონ მცირე თუ დიდ პროფესიულ ჯგუფებში მიმდინარე დისკუსიებში პრობლემებისა და სიახლეების შესახებ.
შექმნილია სპეციალური ინტერეს ჯგუფები - Special Interest Groups (SIG). ამ ჯგუფებში გაწევრიანებულ პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ კოლეგებს პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებიდან და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო სფეროში.
პროგრამის სამუშაო ენა ინგლისურია.
ამჟამად OTC პლატფორმაში ჩართვა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების პედაგოგებს. მეტი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მაია დარჩია, პროექტის მენეჯერი: maya.darchia@ge.britishcouncil.org