კურსდამთავრებულთა პერსპექტივების გაძლიერება

ამ პროგრამის საშუალებით გვსურს დავამყაროთ გრძელვადიანი პარტნიორობა, რომლის მეშვეობითაც განვახორციელებთ რეალურ ცვლილებებს და დავეხმარებით ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებსა და გოგონებს, გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები, რათა მიაღწიონ წარმატებას და გახდნენ კონკურენტუნარიანი გლობალურ სამუშაო ბაზარზე.

ადგილობრივი კონტექსტის სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების ფართო სპექტრთან მიმართებით, საშუალებას გვაძლევს, დავაკავშიროთ ადამიანები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები თავიანთი პრაქტიკიდან. ეს კი კიდევ უფრო  გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს.

ჩვენი მუშაობა ხელს უწყობს განათლების რეგულაციების განვითარებას და უფრო ძლიერი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანში, თურქეთში,  საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.

ყურადღება მახვილდება შემდეგ სამ სფეროზე:

  • ინგლისური უმაღლეს განათლებაში: გვსურს, გავაუმჯობესოთ ინგლისური ენის  სწავლებისა და სწავლის ხელმისაწვდომობა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ კურსდამთავრებულს მივცეთ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში და შექმნან უკეთესი საერთაშორისო კვლევითი-სამეცნიერო თანამშრომლობა.

  • ხარისხი სწავლებაში: ჩვენ გვსურს, გავაუმჯობესოთ სწავლებისა და სწავლის ხარისხი უმაღლესი განათლების სისტემაში. ხარისხის უზრუნველყოფა აუცილებელია სტანდარტების შექმნისა და შენარჩუნებისთვის. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დაწესებულებებთან, რათა ავამაღლოთ სწავლების სტანდარტი, განვავითაროთ მათი სტრატეგიები და შევქმნათ ხარისხის ცენტრები.

  • კურსდამთავრებულთა დასაქმება: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა სრულებით არ ნიშნავს უმუშევრობის დონის დაცემას. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ შესაბამისი უნარ-ჩვევები სამუშაო ბაზარზე და დააკმაყოფილონ 21-ე საუკუნის საზოგადოების მოთხოვნები.