კურსდამთავრებულთა პერსპექტივების გაძლიერება

ამ პროგრამის საშუალებით გვსურს დავამყაროთ გრძელვადიანი პარტნიორობა, რომლის მეშვეობითაც განვახორციელებთ რეალურ ცვლილებებს და დავეხმარებით ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებსა და გოგონებს, გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები, ცოდნა და შესაძლებლობები, რათა მიაღწიონ წარმატებას და გახდნენ კონკურენტუნარიანი გლობალურ სამუშაო ბაზარზე.

ადგილობრივი კონტექსტის სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემების ფართო სპექტრთან მიმართებით, საშუალებას გვაძლევს, დავაკავშიროთ ადამიანები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები თავიანთი პრაქტიკიდან. ეს კი კიდევ უფრო  გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს.

ჩვენი მუშაობა ხელს უწყობს განათლების რეგულაციების განვითარებას და უფრო ძლიერი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანში, თურქეთში,  საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.

ყურადღება მახვილდება შემდეგ სამ სფეროზე:

  • ინგლისური უმაღლეს განათლებაში: გვსურს, გავაუმჯობესოთ ინგლისური ენის  სწავლებისა და სწავლის ხელმისაწვდომობა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ კურსდამთავრებულს მივცეთ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში და შექმნან უკეთესი საერთაშორისო კვლევითი-სამეცნიერო თანამშრომლობა.

  • ხარისხი სწავლებაში: ჩვენ გვსურს, გავაუმჯობესოთ სწავლებისა და სწავლის ხარისხი უმაღლესი განათლების სისტემაში. ხარისხის უზრუნველყოფა აუცილებელია სტანდარტების შექმნისა და შენარჩუნებისთვის. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დაწესებულებებთან, რათა ავამაღლოთ სწავლების სტანდარტი, განვავითაროთ მათი სტრატეგიები და შევქმნათ ხარისხის ცენტრები.

  • კურსდამთავრებულთა დასაქმება: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა სრულებით არ ნიშნავს უმუშევრობის დონის დაცემას. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ შესაბამისი უნარ-ჩვევები სამუშაო ბაზარზე და დააკმაყოფილონ 21-ე საუკუნის საზოგადოების მოთხოვნები.

დიალოგები უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და სამხრეთ კავკასიის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ისრაელის, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი მიზანია ერთმანეთს გავუზიაროთ როგორ პასუხობს უმაღლესი განათლების სექტორი კოვიდ-19-ის გამოწვევებს.

სესიის განმავლობაში მომხსენებლები თავიანთი უნივერსიტეტის გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს. მთავარი ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიის ეფექტურ გამოყენებას იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც დადგნენ სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და ზოგადად უნივერსიტეტები. ისინი ასევე ისაუბრებენ იმ მიდგომებზე რომლებიც ეფექტური ან ნაკლებ ეფექტური იყო; განიხილავენ სამომავლო გეგმებსაც ამ დისტანციური სწავლების მიმართულებით.

დიალოგებში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებს. პირველი დიალოგი გაიმართება 7 მაისს, თბილისის დროით 17.00 საათზე. რეგისტრაცია შესაძლებელია აქვე