მუსიკის შექმნა კინოსა და ტელევიზიისთვის  არ არის სიახლე, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და რუსეთში ამ სფეროში  ჯერ კიდევ არ არსებობს  ფორმალური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ფილმების კომპოზიტორთა პროფესიული განვითარების პირველ ადგილობრივ პროგრამაზე ჩვენ ვთანამშრომლობთ ალექსანდრ დოვჟენკოს სახ. ეროვნულ ცენტრთან (კიევი). Envision Sound-ის ტრენინგები 2018 წლის 21-27 იანვარს ჩატარდება კიევში და იგი ფილმების დამწყებ კომპოზიტორებს უკრაინიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი,  პოლონეთი, თურქეთი და რუსეთი) საშუალებას მისცემს ერთი კვირის განმავლობაში იმუშავონ იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობენ და კურირებენ  ცნობილი ფილმების კომპოზიტორები, მაიკლ ფრაისი (გაერთიანებული სამეფო) და ალლა ზაგაიკევიჩი (უკრაინა). 

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. აპლიკაციების მიღება შესაძლებელია 2017 წლის 29 აგვისტოდან და 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის  შეირჩევა 12 მონაწილე - ექვსი უკრაინიდან და დანარჩენი ექვსი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან) 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ კარიერის საწყის/შუალედურ ეტაპზე მყოფი კომპოზიტორები, რომლებსაც  მუსიკა აქვთ დაწერილი ნებისმიერი ჟანრის სულ მცირე ორი ფილმისთვის/ვიდეოსთვის, მათ ასევე უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ მომავალში განვითარდნენ და დახვეწონ საკუთარი საქმიანობა მოცემულ სექტორში. 

გაიგეთ მეტი Envision Sound-ის შესახებ და გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა აქვე.