„შექსპირი ცოცხლობს“  წარმოადგენდა ღონისძიებების და აქტივობების გლობალურ პროგრამას, რომელიც განხორციელდა 2016 წელს  და მიეძღვნა  უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავს. პროგრამა იყო  ბრიტანეთის საბჭოს და GREAT Britain-ის ერთობლივი კამპანია მიძღვნილი დრამატურგისადმი, რომელიც ყველა ეროვნების ადამიანს ეკუთვნის.  მსოფლიოს 140-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა  როგორც ინოვაციურ თეატრალურ და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში, კინო ჩვენებებში, გამოფენებსა და სასკოლო აქტივობებში,  ასევე სრულიად უნიკალურ ონლაინ თანამშრომლობებში. 

„შექსპირი ცოცხლობს“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ რესურსები კვლავ ხელმისაწვდომია. ეს მასალა მოიცავს შექსპირის შთაგონებით შექმნილ მოკლემეტრაჟიან ინოვაციურ ფილმებს, ციფრულ პლატფორმას, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შექმნათ პიესის თქვენეული ვერსია - „რემიქსი“, ასევე საგანმანათლებლო რესურსები სკოლებისთვის და ინგლისური ენის შემსწავლელებისთვის, ასაკობრივი შეზღუდვების გარეშე, როგორც ბრიტანეთში, ისე მთელს მსოფლიოში. 

შეიტყვეთ მეტი პროგრამის შესახებ და იხილეთ  რესურსები სრულად ვებგვერდზე shakespearelives.org.

მიიღეთ მონაწილეობა გლობალურ დისკუსიაში სოციალურ მედიაში; ამისთვის  გამოიყენეთ #ShakespeareLives.

გარე ბმულები