"იულიუს კეისარი" მარკ სტენლისა და ტონი ოსობას მონაწილეობით

შექსპირის შემოქმედების თანამედროვე წარმოდგენების სერიების მესამე ფილმი არის პიესა "იულიუს კეისარი"-ს პირველი და მეორე აქტის ადაპტაცია, სადაც აღწერილია ბრუტუსი და მისი შეთქმულების მონაწილეები, რომლებიც იულიუს კეისრის მკვლელობას გეგმავენ.

ფილმის რეჟისორია პედრო მარტინ-კალერო. ბრუტუსის როლს ასრულებს მარკ სტენლი (ცნობილი თავისი როლებით "სამეფო კარის თამაშებსა" და "დიკენსელი"), ხოლო ტონი ოსობა კი გვევლინება იულიუს კეისრის როლში. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში. მათ შორის: Treasury Bowl  და Foreign and Commonwealth-ის ოფისებში, სადაც Durbar Court გამოყენებულ იქნა როგორც ბრუტუსის მარმარილოს იატაკიანი ოთახი.

"შექსპირი ცოცხლობს" - პროგრამის ფილმების კოლექციის შესახებ

წელს ბრიტანეთის საბჭომ პროგრამის - "შექსპირი ცოცხლობს" 2016-ის ფარგლებში გამოუშვა რიგი ფილმებისა შექსპირის შემოქმედების ინსპირაციით; ეს არის უპრეცედენტო გლობალური პროგრამა, რომელიც ეძღვნება უილიამ შექსპირის შემოქმედებასა და მის გავლენას კულტურაზე, განათლებასა და საზოგადოებაზე მისი გარდაცვალებიდან 400 წლისთავზე.