ბრიტანეთის საბჭო და GREAT კამპანია ამაყობენ შექსპირის შემოქმედებაზე დაყრდნობით შექმნილი მოკლე ფილმების სერიების პირველი ფილმის გამოცემით, რომელიც ასახავს ბრიტანეთის საუკეთესო კრეატიულ სექტორს.

SBTV  - ის მიერ 5 იანვარს გამოშვებული პიესა "მეთორმეტე ღამე" აერთიანებს 5 ბრიტანელ ხელოვანს: მავერიკ საბრე, ნეგო თრუ, ნოლაი, აიაზი და მიკ რაითესი შეადგენენ ახალ ტექსტს შექსპირის ამავე სახელწოდების მქონე წარმოდგენაზე დაყრდნობით. ასევე, პროდიუსერი ჰარი ლავის ორიგინალური მონაწილეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენა Globe's Sam Wanamaker - ის თეატრშია გადაღებული, პიესის მონაკვეთი უზრუნველყოფს შექსპირის გარდაქმნას თანამედროვე აუდიტორიისათვის.

"SBTV - ისთვის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების სხვადასხვა გზაზე მდგარი არტისტების ერთად შეკრება და ნორმის ფარგლების დაცვა. შექსპირის წარმოდგენებს დღესდღეობითაც აქვთ დიდი კულტურული გავლენა, ჩვენ მას სასაუბრო ენაში, ფილმებში და გასართობად ვიყენებთ. ნათქვამია, რომ ახალი თაობებისთვის რთულია ენის ყველა თავისებურების აღქმა და მათთან დაკავშირება. პროგრამა გამიზნულია სწორედ ახალი თაობის მეტად ინფორმირებულობისთვის და ახალსა და ძველს შორის ხიდის ასაშენებლად. ჩვენ ერთმანეთს დავუკავშირეთ თანამედროვეობის რამდენიმე საუკეთესო პოეტი, რათა გაგვეახლებინა შექსპირის ყველაზე სიმბოლური წარმოდგენები, როგორიცაა "მეთორმეტე ღამე". ისიამოვნეთ!" - ჯამალ ედვარდსი.

გარე ბმულები