შემოუერთდით არაჩვეულებრივ ინიციატივას, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და დასაქმების საკითხებს ითვალისწინებს.  ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაკავშირებთ საუკეთესო პროფესიონალებს სამთავრობო, საუნივერსიტეტო, თუ ბიზნეს სფეროებიდან ყაზახეთში, დიდ ბრიტანეთში და მეზობელ ქვეყნებში.

კონფერენცია, რომლის სახელწოდებაა SEE Into the Future Astana conference 2014 წლის 18 და 19 ნოემბერს ყაზახეთში, კერძოდ კი ასტანაში გაიმართება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ბმულებზე  კონფერენცია და რეგისტრაცია.

#SeeIntoTheFuture გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ კონფერენციას.

თუ სტუდენტი  ან ბრიტანეთის უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ბრძანდებით და გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი საგანმანათლებლო ინსტიტუციებზე და რამდენად ამზადებენ ეს ორგანიზაციები სტუდენტებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის, შეავსეთ ჩვენი კითხვარი და მიიღეთ მონაწილეობა ონლაინ დისკუსიაში.

ეწვიეთ ინგლისური ენის კონკურსის ვებ-გვერდს და გაეცანით როგორ შეიძლება მოიპოვოთ პრიზი - ინგლისური ენის სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში

წაიკითხეთ ბრიტანელი და საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები უნარების, მეწარმეობის და დასაქმების შესახებ ონლინ სტატიებშn

ფაქტიურად ჩვენი შემოთავაზება ყველას დააინტერესებს. დარეგისტრირდით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და შეხედეთ მომავალ პერსპექტივებს ჩვენთან ერთად ( #SeeIntoTheFuture).