ონლაინ კონფერენცია | შაბათს, 2020 წლის 3 ოქტომბერს
UNESCO მასწავლებელთა მსოფლიო დღეს ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღნიშნავს. წელს შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა აღვნიშნოთ და მიმოვიხილოთ ის უდიდესი შრომა და ძალისხმევა, რომელიც განათლების სფეროში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა გაწია სწავლების პროცესის ადაპტირებისა და უწყვეტად გასაგრძელებლად ამ ახალ და გამოწვევებით აღსავსე პერიოდში.
IATEFL-თან ერთად ჩვენ ვაწყობთ ონლაინ საუბრების, ვორქშოფების და დისკუსიების სერიას ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად. მასწავლებელთა მსოფლიო დღის წლევანდელი თემაა "მასწავლებლები კრიზისის მმართველნი და ახალი მომავლის შემქმნელნი".
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავრეგისტრირდე ონლაინ კონფერენციაზე?
Zoom კონფერენციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე აქვე.
ონლაინ კონფერენციაზე დასწრება უფასოა?
დიახ! ონლაინ კონფერენციაზე დასასწრებად თანხა გადასახდელი არ გაქვთ.
ონლაინ კონფერენციაზე დასწრების შემთხვევაში მივიღებ სერტიფიკატს?
დიახ! თითოეული სესიის შემდეგ შეგეძლებათ სერტიფიკატის მიღება. მონაწილეებმა თავად უნდა ჩაბეჭდონ თავიანთი სახელი და გვარი და ჩამოტვირთონ.
სად შეიძლება ვუყურო სესიების ჩანაწერს?
ყველა სესია ჩაიწერება და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე TeachingEnglish website კონფერენსიის დასრულებიდან 24 საათის გასვლისთანავე.
შეიძლება მივიღო გამომსვლელთა პრეზენტაციის ასლი?
სადაც შესაძლებელი იქნება, გამომსვლელთა პრეზენტაციის PDF ვერსიებს იმავე ვებგვერდზე იხილავთ, სადაც კონფერენციის ჩანაწერს. ზოგიერთ შემთხვევაში, საავტორო უფლებების დაცვით, შესაძლოა ასლები არ იყოს ხელმისაწვდომი.