საუთჰემფთონის უნივერსიტეტის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი კურსი შარშან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 120 000-მა ადამიანმა გაიარა
კურსის მონაწილეთა 96% რეკომენდაციას უწევს მას.
შემოუერთდით კურსს და ჩაწვდით ენის სწავლებისა და შესწავლის ძირითად კონცეფციებს. იგი გაგაცნობთ ენის შესწავლისა და სწავლების უახლეს იდეებს, კვლევებს, შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს
კურსი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად თქვენი დროისა და სურვილის გათვალისწინებით შეგიძლიათ დაასრულოთ. სწავლება 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და კვირაში დაახლოებით 3 საათი ეთმობა.
კურსი 19 ოქტომბერს იწყება (შეგიძლიათ მოგვიანებითაც შეუერთდეთ) და 15 ნოემბერს სრულდება.