ფოტო კონკურსი „აალაპარაკე ფოტო“.

გაიმარჯვე და მიიღე უფასო ენის კურსები! 

ენების ევროპული დღის აღსანიშნავად, რომელიც მსოფლიოში 26 სექტემბერს აღინიშნება, ვაწყობთ ფოტო კონკურსს, რომლის ორგანიზატორები ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად არიან გოეთეს ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება და ფრანგული ინსიტუტი. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს უცხოური ენის უფასო კურსს კონკურსის ორგანიზატორების ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შედი მითითებულ ბმულზე LearnEnglish Teens, სამი ფოტოდან რომელთა ნომრებია 004, 019 or 071 შეარჩიე ერთ-ერთი, მოიფიქრე და დაწერე მოკლე მხატვრული ტექსტი, რომელიც შენს მიერ არჩეული ფოტოს შინაარსს ეხმიანება (მაქსიმუმ 30 სიტყვა). ტექსტის დაწერა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენებზე.

გამოაგზავნე საკონკურსო ტექსტი  ელფოსტით და წერილში მიუთითე კონკურსის სახელწოდება  „აალაპარაკე ფოტო“. წერილში ასევე უნდა მიუთითო შერჩეული ფოტოს ნომერი და შენ მიერ მოფიქრებული ტექსტი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სკოლა, საკონტექტო ნომერი (შესაძლებელია  მშობლის ნომერიც). კონკურსში მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 11-დან 15 წლამდე.  

თითოეულ ენაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც შესაბამისი ენისა და კულტურის ცენტრის ჟიური შეარჩევს. დაჯილდოვდება ყველაზე ორიგინალური და გრამატიკულ-ლექსიკურად გამართული ტექსტის ავტორი. 

გამარჯვებული მოსწავლეების დასახელება და დაჯილდოება გაიმართება 2017 წლის 24 სექტემბერს, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 593 30 51 38.

  • თუ გსურს ინფორმაციის მიღება გერმანულ ენაზე, გადადი შემდეგ ბმულზე
  • თუ გსურს ინფორმაციის მიღება იტალიურ ენაზე, გადადი შემდეგ ბმულზე
  • თუ გსურს ინფორმაციის მიღება ფრანგულ ენაზე, გადადი შემდეგ ბმულზე