ბიზნეს ორგანიზაციებისთვის

გსურთ თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრა?

Aptis დაგეხმარებათ თანამშრომლებისა და პოტენციური კანდიდატების ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრაში.

ასევე Aptis დაგეხმარებათ:

  • კადრების შერჩევასა და დაწინაურებაში
  • პერსონალის განვითარების კუთხით საუკეთესო ინვესტიციის განხორციელებასა და ინვესტიციის ამონაგების მიღებაში
  • ინგლისური ენის იმ უნარების განსაზღვრაში, რომელიც საჭიროებს ტრეინინგსა და გაუმჯობესებას

რატომ APTIS ტესტი?

  • Aptis არის მოქნილი ტესტი, რომლის ჩატარებაც (დრო, ადგილი) შეიძლება დაიგეგმოს ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად
  • ტესტი ამოწმებს ენის ყველა კომპონენტს - კითხვის, წერის, საუბრის, სმენის ნაწილებს დამატებული გრამატიკისა და ლექსიკის ნაწილი
  • შესაძლებელია ტესტის სტრუქტურის ადაპტირება ორგანიზაციის მოთხოვნისა და საჭიროების გათვალისწინებით
  • Aptis ტესტი შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მეთოდით - წერით, კომპიუტერისა და პლანშეტის საშუალებით
  • Aptis ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნას A1-დან C დონემდე.  

რა ტიპის ორგანიზაციები იყენებენ APTIS ტესტს?

ADECCO პოლონეთი  – ADECCO გლობალის,  წამყვანი საერთაშორისო HR კომპანიის, ფილიალი

კომპანიამ Adecco გამოიყენა Aptis ტესტი მომხმარებელთან მომუშავე პერსონალის ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრაში. პერსონალის ძირითადი მოვალეობაა 11 სხვადასხვა ენაზე მიიღონ კლიენტთა განცხადებები. 

NETSOL TECHNOLOGIES INC. პაკისტანი, საერთაშორისო  IT პროვაიდერი ფინანსებსა და ლიზინგში.

კომპამნიამ NetSol გამოიყენა Aptis ტესტი სხვადასხვა როლის მქონე თანამშრომელთა ინგლისური ენის ცოდნის დონის განსაზღვრაში, შემდგომი ტრეინინგისა და განვითარებისთვის. კომპანიამ ასევე გამოიყენა Aptis ტესტი თანამშრომელთა შერჩევის პროცესში.