პროფესიული გამოცდები

დიდი ბრიტანეთი კარიერულ და პროფესიულ კვალიფიკაციათა უმსხვილესი მომწოდებელია. ბრიტანეთის საბჭოში პროფესიული გამოცდების ფართო არჩევანია, რომელთაგან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი.    

ACCA - სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია

სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA) პროფესიონალ ბუღალტერთა საერთაშორისო გაერთიანებაა. ჩვენ საქართველოში გამოცდებს მისი ეგიდით ვატარებთ.  

CIMA - ნაფიც ბუღალტერთა მართვის ინსტიტუტი 

მსურველებს ასევე შეუძლიათ ჩააბარონ ნაფიც ბუღალტერთა მართვის ინსტიტუტის (CIMA) გამოცდები ბრიტანეთის საბჭოში საქართველოში.   

CIPS - შესყიდვებისა და მიწოდების ნაფიცი ინსტიტუტი

შესყიდვებისა და მიწოდების ნაფიცი ინსტიტუტი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვალიფიციური სააგენტოა, რომელიც შესყიდვებისა და მიწოდების ქსელში მომუშავე პროფესიონალებს აერთიანებს. ის აღნიშნულ სფეროში უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციაა და საკვანძო ავტორიტეტული სააგენტოა მსოფლიო მასშტაბით შესყიდვებისა და მიწოდების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში. 

თუ გესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია აღნიშნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეწვიეთ ჩვენს საგამოცდო მომსახურების განყოფილებას.