საქმისადამი ერთგული და მოტივირებული ჩვენი მასწავლებლები შეესაბამებიან კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვთ ზრდასრულთათვის ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება.    

მასწავლებელთათვის დაწესებული ჩვენი მინიმალური მოთხოვნებია:

  • სრული უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაცია 
  • სერთიფიცირებული განათლება ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების კვალიფიკაციით, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა CELTA ან ლონდონის „თრინითის“ კოლეჯის პროგრამა CertTESOL
  • მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება

ნინო მანველიშვილი

მასწავლებელი

მე ვარ ნინო და ვასწავლი ინგლისურს 2017 წლიდან.  2019 წელს მივიღე  CELTA სერტიფიკატი და მას შემდეგ ვასწავლი ბრიტანეთის საბჭოში. ჩემი გაკვეთილები ძირითადად ეფუძნება ინტერაქტიულ კომუნიკაციას და  მოსწავლეების წახალისებას. მომწონს სტუდენტებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა, რომელიც ეხმარება მათ მეტყველების გაუმჯობესებაში. თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, საყიდლებზე სიარული, მოგზაურობა და სანაპიროზე სეირნობა.

ხათუნა დარბაიძე

მასწავლებელი

მე ვარ ხათუნა . ვასწავლი ინგლისურს 2005 წლიდან. მაქვს  სხვადასხვა დონეების და ასაკობრივი ჯგუფების სწავლების გამოცდილება. ასევე მაქვს ხარისხი ლინგვისტიკაში, CELTA, YL Extension, TYLEC სერტიფიკატები. ჩემი უპირველესი მიზანია, ჩემი სტუდენტებისთვის შევქმნა სასიამოვნო და საინტერესო სასწავლო, გარემო, რაც მათ საშუალებას მისცემს მიაღწიონ წარმატებას და თავდაჯერებულობას ინგლისურად საუბრისას. მიყვარს მოგზაურობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, წიგნების კითხვა და მებაღეობა.

რუსუდან ხოდელი

მასწავლებელი

მე ვარ რუსუდანი და 2003 წლიდან ვასწავლი ინგლისურ ენას. მაქვს  BET CEM, CELTA , TYLEC სერტიფიკატები. 2012 წლიდან ვასწავლი  ბრიტანეთის საბჭოში. ჩემი დიდი სურვილია, რომ  სტუდენტებმა ისწავლონ ინგლისური ისეთ გარემოში, რომელიც საინტერესო და სასიამოვნოა, რაც მათ საშუალებას მისცემს ისაუბრონ ბუნებრივად  და თავდაჯერებულად. სწავლების გარდა მაქვს სხვადასხვა გატაცება როგორიცაა ხატვა, ქსოვ, ფილმების ყურება  და ოჯახთან ერთად დროის გატარება.

შორენა ნავროზაშვილი

მასწავლებელი

მე ვარ შორენა  და  ვასწავლი ინგლისურს 2003  წლიდან. მაქვს CPE, TEFL, CELTA, TYLEC ,DELTA სერტიფიკატები.  ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფსა და დონეზე  სწავლებას. თუმცა, განსაკუთრებით სიამოვნებით ვასწავლი უფროსებს.  ჩემი გაკვეთილები ეფუძნება ბევრ საუბარს და ინტერაქციას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი თავი  და  გამოიყენონ ენა ბუნებრივად. თავისუფალ დროს სიამოვნებით ვკითხულობ  და  ვაგროვებ ნიჟარებს.

ანა ლაითაძე

მასწავლებელი

მე ვარ ანა   საქართველოდან. მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრის ხარისხი და CELTA  სერტიფიკატი. 2002 წლიდან ვასწავლი ინგლისურს თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფს და დონეს. ჩემი მიზანია სტუდენტებს ვასწავლო აკადემიურად, გადავცე  ცოდნა და უნარები, რომლებიც  დაეხმარება მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში  და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. თავისუფალ დროს მიყვარს მოგზაურობა, ფოტოების გადაღება და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების მოგონებების შეგროვება.

ანი ელისაბედაშვილი

მასწავლებელი

მე ვარ ანი. ბრიტანეთის საბჭოში ვასწავლი 2013 წლიდან.  მიყვარს ჩემი პროფესია და მიხარია როდესაც ჩემი სტუდენტები წარმატებას აღწევენ.  ყოველთვის ვცდილობ  მათ სასიამოვნო სასწავლო გარემო და გამოცდილება შევუქმნა. მე ვასწავლი ინგლისურად აზროვნებას და ლაპარაკს ავთენტური მასალის გამოყენებით, რაც ენის შესწავლისთვის მნიშვნელოვანია. თავისუფალ დროს სიამოვნებით ვკითხულობ ლიტერატურას ხელოვნებასა და არქეოლოგიაზე, ამიტომ მიყვარს ლაშქრობა და არქეოლოგიური მნიშვნელობის ადგილების შესწავლა.

ანნა არზრუმანიანი

Teacher

მე ვარ ანნა. დავიბადე და გავიზარდე საქართველში, ეროვნებით ვარ სომეხი. მაქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. 2022 წელს დავიწყე მუშაობა ბრიტანეთის საბჭოში მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე. მომდევნო წელს ავიღე CELTA სერტიფიკატი  და დავიწყე  მუშაობა მასწავლებლად. ჩემს გაკვეთილებზე ყოველთვის ვცდილობ შევქმნა ინტერაქტიული გარემო  და მივცე ჩემს მოსწავლეებს მოტივაცია.  მიყვარს მოგზაურობა და მოხალისეობა. თავისუფალ დროს ვკითხულობ წიგნებს, ვთამაშობ ჭადრაკს და ვუყურებ სატელევიზიო შოუებს.

დევიდ უილბი

მასწავლებელი

მე ვარ დევიდი, წარმოშობით ლონდონიდან, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. 25 წელზე მეტია ვასწავლი ინგლისურს, როგორც უცხო ენას. ჩემი გატაცებაა მუსიკა, ხელოვნება და წერა. ადრეული ასაკიდან მიყვარდა კითხვა და ამის გამო ავიღე ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში. მას შემდეგ წარმატებით ვაგრძელებ ჩემს კარიერას, როგორც  ინგლისური ენის მასწავლებელი. ყოველთვის ვცდილობ გამოვიყენო ყველა შანსი, რომ გავეცნო სხვადასხვა კულტურებს და ენებს.

ელიფ ერგუვანი

მასწავლებელი

მე ვარ ელიფი. ჩემი ინტერესი ინგლისურისადმი ბავშვობიდან დაიწყო, დავამთავრე მაგისტრატურა ასევე მაქვს CELTA სერტიფიკატი. 2019 წლიდან ვასწავლი სხვადასხვა ორგანიზაციებში მაგალითად სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ჟურნალისტიკის სტუდენტებს. ვცდილობ კლასში შევქმნა თბილი და უსაფრთხო გარემო .მჯერა, რომ ინგლისური გვაკავშირებს და შემიძლია დავეხმარო ჩემს სტუდენტებს სასწავლო მოგზაურობაში. მე მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, მოგზაურობა და მუსიკა.

ვიქტორია სურ

მასწავლებელი

მე ვარ ვიქტორია. ვასწავლი 2012 წლიდან. ვასწავლი სხვადასხვა ასაკის, საჭიროებების და კომპეტენციის სტუდენტებს.  ასევე  მაქვს გამოცდილება  ზოგადი, ბიზნეს ინგლისურის, კემბრიჯის გამოცდების  და IELTS-სწავლებაში. მაქვს ხარისხი და CELTA  სერტიფიკატი.  ჩემი მთავარი მიზანია გაკვეთილზე შევქმნა კომფორტული გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ჩემს სტუდენტებს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.  ყოველთვის ვურჩევ მათ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობას და უცხო ენის   საკლასო ოთახის გარეთ მაქსიმალურად გამოიყენებას.