English levels CEFR 2025, image

ენების ფლობის საერთო ევროპული ჩარჩო (CEFR) ენობრივი უნარის აღწერის საშუალებას წარმოადგენს და ეხმარება ენის შემსწავლელებს შესაბამისი დონის სასწავლო მასალისა და კურსების შერჩევაში.

ენის კომპეტენციისა და გამოყენების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, იგი დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • დონე A – ენის ელემენტარული გამოყენება
  • დონე B – ენის დამოუკიდებელი გამოყენება
  • დონე C – ენის კომპეტენტური გამოყენება

მოცემული A, B და C დონეები თითოეული დაყოფილია ორ საფეხურად:

A1 – დამწყები

A2 – ენის საბაზისო ცოდნა

B1 – საშუალო დონე, ენის პროგრესირებული გამოყენება

B2 – საშუალოზე მაღალი დონე, ენის დამოუკიდებლად და დამაჯერებლად გამოყენება

C1 – ენის კომპეტენტური ფლობა

C2 – ენის მშობლიურ ენასთან დაახლოებული ცოდნა

მათ, ვინც საჭიროებს ინგლისური ენის ფლობის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს სწავლის, დასაქმების ან ემიგრაციის მიზნებისთვის, CEFR ჩარჩო საშუალებას აძლევს შეადარონ IELTS, Aptis ან Cambridge საერთაშორისო გამოცდებში მიღებული შედეგები ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სხვა ორგანიზაციის მოთხოვნებს.

დონე (CEFR) ბრიტანეთის საბჭო IELTS Cambridge English
A1 ელემენტარული დონე - -
A2 საშუალოზე დაბალი დონე 3.5 A2 Key (KET)
B1 საშუალო დონე 4-5 B1 Preliminary (PET)
B2 საშუალოზე მაღალი დონე 5.5-6.5 B2 First (FCE)
C1 კომპენტენტური დონე 7-8 C1 Advanced (CAE)
C2 მშობლიურთან დაახლოებული დონე 8.5-9 C2 Proficiency (CPE)

ინგლისური ენის დონეები