A1 ენის ცოდნის ელემენტარულ დონეს წარმოადგენს და მიესადაგება ენის შემსწავლელებს, რომლებიც ახერხებენ მარტივ კომუნიკაციას ყოველდღიურ სიტუაციებში.
ენების ფლობის საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) ექვსი დონე აქვს: A1–დან (დაწყებთათვის) C2–მდე (მშობლიურთან დაახლოებული დონე). დონეები იყოფა სამ კატეგორიად:
- A – ენის ელემენტარული გამოყენება
- B – ენის დამოუკიდებელი გამოყენება
- C – ენის კომპეტენტური გამოყენება
რა შეუძლია ინგლისური ენის A1 დონის მსმენელს?
ენის შემსწავლელი ამ დონეზე ახერხებს ნაცნობი, ყოველდღიური გამოთქმების და მარტივი წინადადებების გაგებასა და გამოყენებას, შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა, სხვების გაცნობა და მარტივი კითხვების დასმა და პასუხის გაცემა პირად თემებზე, მაგალითად: „სად ცხოვრობთ? ვის იცნობთ? რა გაქვთ?“ კომუნიკაცია შესაძლებელია მარტივად და ნელა, ხოლო წაკითხულის ან მოსმენილის ძირითადი შინაარსის გაგება რეალურ სიტუაციებში მარტივად ხდება.