ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელოვნების, ინგლისური ენის, უმაღლესი განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ ინგლისურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობებს ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების მიზნით და ვაწარმოებთ ბრიტანული გამოცდებისა და ტესტების ადმინისტრირებას.  

გასულ წელს 75,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს პროგრამებსა და საქმიანობებში, ხოლო 155,000-მა პირმა გამოიყენა ჩვენი ციფრული რესურსები, მათ შორის ინგლისური ენის ონლაინ რესურსები.     

ინგლისური ენის სწავლების სფეროში ჩვენ ვატარებთ ენის შემსწავლელ კურსებს დაინტერესებულ პირთათვის თბილისის სასწავლო ცენტრში და ვახდენთ საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდებისა და ტესტების ადმინისტრირებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა პარტნიორებთან მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.    

ხელოვნების სფეროში ჩვენ ქართველ მაყურებელს ვაცნობთ ხელოვნების თანამედროვე ნამუშევრებს დიდი ბრიტანეთიდან და ხელს ვუწყობთ ხელოვნების მოღვაწეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.  

უმაღლესი განათლების სფეროში ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა შორის კავშირების დამყარებას იმ სფეროებში, როგორიცაა ინდუსტრიული/საუნივერსიტეტო კავშირები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია.  

საზოგადოებრივ სფეროში ჩვენ ვთანამშრომლობთ მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართვის ხელშესაწყობად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის IDEAS ნაწილია და  ექვს ქვეყანას მოიცავს.

ამ ნაწილში