ქალის პორტრეტი ©

Mat Wright, British Council Photos

როგორც კულტურულ ურთიერთობათა ხელშეწყობის საერთშორისო ბრიტანული ორგანიზაცია, ჩვენ ვემხრობით თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნების პრინციპებს. შეიტყვეთ მეტი დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და  თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების დაცვისკენ მიმართული ჩვენი მუშაობის შესახებ და აგრეთვე, თუ როგორ ვითვალისწინებთ თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და მრავალფეროვნების დაცვის პრინციპებს ჩვენს საქმიანობებში.

რას გულისხმობს თანაბარი შესაძლებლობები და მრავალფეროვნება

ჩვენ ვიზიარებთ თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერის, მრავალფეროვნების აღიარებისა და მართვის პრინციპებს და ამ კუთხით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენი მუშაობა გულისხმობს განსხვავებული წარმომავლობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობათა დამყარებას და განვითარებას. მრავალფეროვნების პოტენციალის პოზიტიური კუთხით გამოყენება ცენტრალური მნიშვნელობის მქონეა კულტურულ ურთიერთობათა ხელშეწყობის ჩვენი ორგანიზაციული როლისა და ამოცანების გათვალისწინებით და ჩვენს ძირითად ფასეულობებს ეხმიანება. 

თანაბარი შესაძლებლობები ვერ იქნება უზრუნველყოფილი მრავალფეროვნების პრინციპის ცნობის და მისი მნიშვნელობის აღიარების გარეშე. შეიტყვეთ მეტი თანასწორუფლებიანობასა და მრავალფეროვნებას შორის არსებული განსხვავებისა და იმ შვიდი სფეროს შესახებ, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ.  

თანასწორუფლებიანობა

თანასწორუფლებიანობა გულისხმობს ადამიანებისთვის პატიოსნად, მიუკერძოებლად მოპყრობას და სამუშაო ადგილსა და უფრო ფართო საზოგადოებაში იმგვარი პირობების შექმნას, რაც მრავალფეროვნების აღიარებასა და ღირსების პატივისცემას დაეფუძნება. თანასწორუფლებიანობის დაცვა ასევე გულისხმობს წარსულში დაშვებული უთანაბრობის შემთხვევების გამოსწორებას და უზრუნველყოფას იმისა, რომ კლიეტებთან, მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა იწარმოებს კონსტრუქციული გზით, რაც გულისხმობს მათ შესაბამის ჩართულობას და გამორიცხავს უსაფუძვლო დსკრიმინაციას.

მრავალფეროვნება

მრავალფეროვნება გულისხმობს ინკლუზიური გარემოსა და პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც სარგებლის მომტანია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე მისი და მასთან ერთად მომუშავე პერსონალისთვის. მრავალფეროვნება ეფუძნება ფაქტს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან მრავალი სხვადასხვა ნიშნით შეიძლება განსხვავდებოდნენ. ამ განსხვავებულობის გააზრებას, შესაბამის აღიარებასა და ეფექტურ წარმართვას შედეგად მოაქვს უფრო ფართო თანამონაწილეობა, რაც შეიძლება მიმართულ იქნას წარმატებისკენ ინდივიდუალურ, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე. 

თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების ჩვენი შვიდი სფერო

თანაბარ შესაძლებლობებსა და მრავალფეროვნებაზე საუბრისას ჩვენ შემდეგ შვიდ ძირითად სფეროს ვგულისხმობთ: 

  • ასაკი
  • უნარშეზღუდულობა
  • რასა/ეთნიკურობა
  • გენდერი (ასევე, ტრანსგენდერი) 
  • რელიგია/მრწამსი და კულტურა
  • სექსუალური ორიენტაცია
  • ბალანსი სამსახურსა და პირად/სოციალურ ცხოვრებას შორის 

ჩვენი მიდგომა თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნებისადმი

ჩვენს საქმიანობაში თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი პოლიტიკა და ამასთან, ვატარებთ პროცესის მონიტორინგსა და მიღწეული შედეგების შეფასებას სხვადასხვა სათანადო მექანიზმის გამოყენებით. ჩვენი რწმენით, თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნების დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს მათ გათვალისწინებაში ყველა ორგანიზაციულ პროცესსა და ასპექტში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღებისას და პროგრამების დაგეგმვის მთელი პროცესის მიმდინარეობისას. ამას ვუწოდებთ ჩვენ თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების პრინციპების ასახვას პრაქტიკულ საქმიანობებში. 

ჩვენი მიზნების მისაღწევად შემუშავებული პოლიტიკა და შესაბამისი მექანიზმები გულისხმობს შემდეგს: 

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა

ჩვენი თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა გვავალდებულებს, უზრუნველვყოთ, რომ  პერსონალის დაქირავებისას, მათ სამსახურებრივ პოზიციათა შენარჩუნებისას, ტრენინგისა და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფისას  გამორიცხულია ნებისმიერი სახის დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია სქესის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური იდენტობის, რელიგიისა და მრწამსის, პოლიტიკური  შეხედულებების, ეთნიკური/რასობრივი წარმომავლობის, მუშაობის ფორმის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების ან აივ/შიდსის სტატუსის, სოციო-ეკონომიკური პირობების, ნასამართლეობის, პროფესიული კავშირების საქმიანობებში მონაწილეობის ან წევრობის და კმაყოფაზე მყოფ პირთა ყოლის ან არყოლის გამო. ჩვენი თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა სარგებლის მომტანია თანამშრომლებისთვის და პოტენციური თანამშრომლებისთვის, უზრუნველყოფს რა ღირსების პატივისცემას სამუშაო ადგილზე და მაქსიმალურად საუკეთესო მომსამსახურების მიწოდებას პარტნიორებისა და კლიენტებისთვის. 

მრავალფეროვნების სტრატეგია

ჩვენი მრავალფეროვნების სტრატეგია ეფუძნება რწმენას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლიენტებთან, მომხმარებლებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში უნდა აისახოს სტანდარტები და ქცევა, რომლებითაც ჩვენ ვმართავთ მრავალფეროვნების საკითხს ორგანიზაციის შიგნით. სტრატეგია შეესაბამება ინკლუზიისა და მრავალფეროვნების საკითხებისადმი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხედვას, რომლის მიხედვით ნებისმიერ ინდივიდს უნდა მიეცეს თავისი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს თანასწორუფლებიანობის პრინციპის სრულფასოვან გამოხატულებას, როდესაც ყველა ჯგუფის საჭიროებები სათანადოდაა გათვალისწინებული და დაცული. 

მრავალფეროვნების შეფასების ჩარჩო

ბრიტანეთის საბჭოს მრავალფერონების შეფასების ჩარჩო (DAF) არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნების პრინციპები ჩვენს მუშაობაში უნდა იქნას ასახული. შეფასების ჩარჩო წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ჩვენი ოფისების საერთაშორისო ქსელმა უნდა წარმართოს მუშაობა საუკეთსო პრაქტიკის დასანერგად და სათანადო ანგარიშების წარსადგენად - თუ რა კონკრეტული შედეგები იქნა მიღწეული თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნების პრინციპების დაცვის კუთხით. იგი ერთგვარი შიდა კონტროლის მექანიზმია, რომლის მიხედვითაც გენერირდება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და მტკიცებულებები და რომლებიც სხვებს შეუძლიათ თავიანთი მუშაობის პროცესში გაითვალისწინონ. ამ მიდგომამ საკმაო ინტერესი გამოიწვია საზოგადოებისა და კერძო სექტორის მხრიდან როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მთელ მსოფლიოში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლები

ჩვენ ვემხრობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩვენთან დასაქმების პრინციპს, უზრუნველვყოფთ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის წარმატების მიღწევისა და კარიერული ზრდის საშუალებებს. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ჩართულობის პრინციპის აღიარების აღმნიშვნელი ორმაგი ნიშანი გამოსახულია ვაკანსიების შესახებ ჩვენს  განცხადებებსა და ვებ-გევრდებზე, რაც სტიმულს აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მოგვმართონ შესაბამისი განცხადებებით და ასევე, ადასტურებს ჩვენს ვალდებულებებს დაქირავებული პერსონალის მიმართ. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ ინტერვიუზე შეზუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ კანდიდატს, თუ ის აკმაყოფილებს  ვაკანსიისთვის საჭირო საბაზისო  კრიტერიუმებს. ასევე ვალდებულებას ვიღებთ, გავატაროთ გონივრული ცვლილებები , რათა ხელი შევუწყოთ მათ სრულფასოვან მონაწილეობას სამუშაო პროცესში.

გარე ბმულები