საგანმანათლებლო გამოცდები

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ბრიტანულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოდან დისტანციური სწავლების გზით; ჩააბაროთ მისაღები გამოცდები ბრიტანულ უნივერსიტეტებში და ფინალური გამოცდები ბრიტანულ სკოლებში. 

დისტანციურ სწავლებას დაინტერესებულ პირებს არაერთი ბრიტანული უნივერსტიტი სთავაზობს, რომლებშიც მისაღები გამოცდების ჩაბარება მსურველებს ადგილობრივი ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით შეუძლიათ. ყველაზე პოპულარული ბრიტანული უნივერსიტეტები, რომლებიც სტუდენტებს დისტანციურ სწავლებას სთავაზობს, შემდეგია:   

UNIVERSITY OF LONDON (ლონდონის უნივერსიტეტი)

ლონდონის უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების მსურველებს შეუძლიათ ჩააბარონ მისაღები გამოცდები ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით და ისწავლონ უნივერსიტეტში საქართველოდან გასვლის გარეშე. 

THE OPEN UNIVERSITY (ღია უნივერსიტეტი)

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მსხვილი უნივერსიტეტი, რომელშიც 200,000-ზე მეტი სტუდენტი და მომხმარებელი სწავლობს. ღია უნივერსტიტეტის კურსები გამორჩეულია დისტანციური სწავლების საუკეთესო კურსებს შორის მსოფლიოში და რეგულარულად იმსახურებს სხვადასხვა ჯილდოს სწავლების სფეროში ინოვაციური მიგნებების გამო. 

EDINBURGH BUSINESS SCHOOL, HERIOT-WATT UNIVERSITY (ედინბურგის ბიზნესკოლა, ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტი)

ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა  საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვეს დისტანციური სწავლების უახლესი ფორმების, მოწინავე თეორიული და პრაქტიკული კვლევებისა და ბიზნეს ადმინისტრაციის მოქნილი სამაგისტრო კურსების გამო.  

სხვა საგამოცდო საბჭოები

დაგვიკავშირდით, რომ შეიტყოთ, თუ როგორ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, ისწავლოთ ამ ან სხვა ბრიტანულ უნივერსიტეტში. 

გარე ბმულები