განაცხადის შეტანის ვადა: 2018 წლის 16 თებერვალი, დიდი ბრიტანეთის დროით 12:00 საათამდე
თუ ინგლისური ენის მასწავლებელი ბრძანდებით და არ ხართ დიდი ბრიტანეთიდან, შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ A.S. Hornby Educational Trust - ის დაფინანსებაზე , რომელიც განკუთვნილია სამაგისტრო პროგრამისთვის - Masters in English langauge teaching (ELT) at the University of Warwick. დაფინანსება მოქმედებს სასწავლო პროგრამებისთვის 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე.
შერჩევის შემთხვევაში დაფინანსება ფარავს ყველა ხარჯს დიდ ბრიტანეთში და მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი, სასწავლო, უკან დასაბრუნებელი ბილეთის, ვიზისა და IELTS ტესტის ხარჯების ჩათვლით.
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?
კონკურსში მონაწილე მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და უნივერსიტეტის დიპლომს. მათი ინგლისური ენის ცოდნა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილ დონეს, რაც, როგორც წესი IELTS ტესტის საფუძველზე მოწმდება - სტიპენდიანტებმა გამოცდაში უნდა მიიღონ საერთო ქულა 6.5 - ის ოდენობით. ასევე, აუცილებელია არც ერთ კატეგორიაში არ ქონდეთ 6.0 ქულაზე ნაკლები და წერით ნაწილში ფლობდნენ მინიმუმ 6.5 ქულას. Hornby - ის დაფინანსება შექმნილია გამოცდილი ინგლისური ენის მასწავლებლების ხელშესაწყობად, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთ ქვეყნებში ინგლისური ენის სწავლებასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში
შერჩევის პროცესი
აპლიკანტები გადიან ოთხ-საფეხურიან პროცესს. პირველ ეტაპზე შეფასდება სააპლიკაციო ფორმის ხარისხი. მეორე საფეხურზე, შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინტერვიუ თავიანთი ქვეყნის ბრიტანეთის საბჭოს ოფისში. მესამე ეტაპზე აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ განაცხადი შეიტანონ უნივერსიტეტში, ხოლო მეოთხე საფეხურზე წარმატებული კანდიდატები ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში და მიიღებენ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ.
როგორ შევიტანოთ განაცხადი?
თუ თქვენ დაინტერესებული ბრძანდებით Hornby დაფინანსების მოპოვებით, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს TeachingEnglish, სადაც შეგიძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მოიძიოთ დოკუმენტის სახით - “Hornby Scholarship Applicant Information”. გთხოვთ, ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე შეაგროვოთ დოკუმენტში მითითებული ყველა ინფორმაცია, რადგან არ გექნებათ შესაძლებლობა შეწყვიტოთ და სხვა დროს განაგრძოთ განაცხადის ფორმის შევსება.