A student studying for his exam ©

Matt Wright

გსურთ ისწავლოთ ბრიტანულ უნივერსიტეტში ან კოლეჯში? გსურთ იპოვოთ სასურველი კურსი ან სტიპენდია? გესაჭიროებათ რჩევა, რა გზას უნდა მიმართოთ? 

ამაში დაგეხმარებათ ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი Education UK, რომელიც გამიზნულია ბრიტანეთში სწავლის მსურველი საერთაშორისო სტუდენტებისთვის.  

სწავლის დასაფინანსებლად 3,000-ზე მეტი ბრიტანული სტიპენდიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ბრიტანეთის სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში არსებული 150,000 სასწავლო კურსის შესახებ, შეუკვეთოთ საინფორმაციო ბუკლეტები და პირდაპირ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტებს. 

ვებ-გვერდზე გაეცნობით სტატიებს თქვენთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს შესახებ, კურსის შერჩევა, ვიზის მიღება, საცხოვრებელი ადგილის პოვნა და მრავალი სხვა!

 

გარე ბმულები