ბრიტანეთის საბჭო არის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურისა და განათლების სფეროში. ჩვენ ხელს ვუწყობთ მშვიდობასა და კეთილდღეობას გაერთიანებული სამეფოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ხალხებს შორის კავშირების, ურთიერთგაგებისა და ნდობის დამყარების გზით.
გაერთიანებული სამეფოს ოთხივე ერის ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ამ სასიცოცხლო კავშირების შექმნა ყველასთვის სასარგებლოა. ეს ხელს უწყობს ადამიანებსა და ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, ეწვიონ გაერთიანებულ სამეფოს, ისწავლონ და ითანამშრომლონ მასთან, რაც აძლიერებს გაერთიანებული სამეფოს გლობალურ რეპუტაციასა და გავლენას და სტიმულს აძლევს ეკონომიკურ ზრდას.
გაერთიანებული სამეფოს ექსპერტიზის (ხელოვნების, კულტურის, განათლებისა და ინგლისური ენის სფეროებში) დაკავშირებით ჩვენს გლობალურ წარმომადგენლობასა და უბადლო ქსელებთან, ჩვენ ვხსნით პოტენციალს და ვცვლით ცხოვრებას. ჩვენ ვეხმარებით ხელოვანებს თავიანთი გამორჩეული ხმის გაზიარებაში. განმანათლებლებს ვაწვდით თაობების ფორმირების ინსტრუმენტებს. ახალგაზრდებს კი ვაძლევთ საკუთარი თავის რწმენას, რომ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობებთან და ჩვენს პარტნიორებთან განათლების, ინგლისური ენისა და კულტურის სექტორებში, რათა მივაღწიოთ მეტს და მოვუტანოთ სარგებელი მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. ამ ურთიერთობების გულში დევს ნდობა, რომელიც შენდება დროთა განმავლობაში და მყარდება საერთო გამოცდილების მეშვეობით.
ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან 150-ზე მეტ ქვეყანაში და ჩვენი წვდომა 700 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს.
დაარსებული 1934 წელს, ჩვენ ვართ გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც იმართება სამეფო ქარტიით და წარმოადგენს საჯარო უწყებას, რომელიც ფუნქციონირებს მთავრობისგან დამოუკიდებლად.
ჩვენი შემოსავლის უმეტესი ნაწილი მოდის საპარტნიორო შეთანხმებებიდან, კონტრაქტებიდან, სწავლებიდან და გამოცდებიდან, აგრეთვე ფილანტროპიიდან. ჩვენ ასევე ვიღებთ მიზნობრივ სუბსიდიებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან.
თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ჩვენი მისიაა შევქმნათ სამყარო, სადაც ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს საზღვრებს მიღმა და სადაც ნდობა არის ხანგრძლივი ცვლილებების საფუძველი. სამყარო, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა.
საქართველოში ჩვენ ვსაქმიანობთ 1993 წლიდან. ჩვენი ოფისი და სასწავლო ცენტრი მდებარეობს თბილისში. ყოველწლიურად ჩვენ ვმუშაობთ ათასობით სტუდენტთან, პედაგოგთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან, აკადემიური, სამეცნიერო, შემოქმეთებითი თუ სამეწარმეო სფეროს მუშაკებთან.