ჩვენ ბიზნესებთან, მთავრობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ, უზრუნველვყოფთ პრაქტიკულ და საინტერესო ტრენინგებსა და შეფასებებს.
ვეხმარებით ორგანიზაციებს წარმატების მიღწევაში.
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან ინგლისური ენის კურსების, პროფესიული კომუნიკაციის უნარების პროგრამებისა და შეფასებების შესაქმნელად და მისაწოდებლად. კვალიფიციური ექსპერტები ჩვენ მასშტაბურ სასწავლო პროგრამებს წარმართავენ როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად.
ჩვენი კურსები მორგებულია როგორც კარიერული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მდგომ სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებზე, ასევე სტუდენტებზე, ახლახანს კურსდამთავრებულებზე, პედაგოგებზე და უფროს ხელმძღვანელებზე.
ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან, რათა გავიგოთ თქვენი ორგანიზაციული მიზნები, დავადგინოთ სადაა ხარვეზები და შევქმნათ იმგვარი სასწავლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება თქვენს ვადებს, ბიუჯეტს და შესყიდვის პროცესებს.
შექმენით თქვენზე მორგებული პროგრამა
საფეხური 1 - კონსულტაცია: იმუშავეთ ჩვენთან თქვენი ორგანიზაციის უნარების ხარვეზებისა და სასწავლო მიზნების დასადგენად. კონსულტაცია იქნება ინგლისურ ან თქვენთვის სასურველ ენაზე, თუ ეს შესაძლებელია.
საფეხური 2 - პროგრამის შემუშავება: ჩვენ შევქმნით მასშტაბურ, თქვენს თანამშრომლებზე პერსონალურად მორგებულ სასწავლო პროგრამებს შესაბამისი, ღრმა ტრენინგებით.
საფეხური 3 - მიწოდება: ჩვენი გამოცდილი ტრენერები ჩაგიტარებენ კურსს, როცა დაგჭირდებათ და როგორც დაგჭირდებათ (პირისპირ, შერეული ფორმატით ან დისტანციურად).
საფეხური 4 - შეფასება: ჩვენ წარმოგიდგენთ თანამშრომლების პროგრესის, ტრენინგის გავლენისა და ინვესტიციის დაბრუნების (ROI) შესახებ ანგარიშს, ჩვენი შეფასებების, დაფებისა და ანგარიშების გამოყენებით.
ჩვენი ინგლისური ენისა და პროფესიული უნარების სასწავლო კურსები
შეუერთდით 80+ მილიონ მოსწავლეს მთელს მსოფლიოში, რათა ნახოთ პრაქტიკული შედეგები და ქცევითი ცვლილებები სამუშაო ადგილზე. ყველა ჩვენი პერსონალურად შემუშავებული სასწავლო კურსი მოიცავს:
- პირისპირ, დისტანციურად და შერეული ფორმატით სწავლის შესაძლებლობას
- ტრენინგს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სამუშაო ადგილის შესაბამის კონკრეტულ უნარებზე
- ინსტრუმენტებს ტრენინგის გავლენისა და ROI-ის თვალყურის დევნებისთვის
ჩვენ სასწავლო გადაწყვეტილებებს:
- პროფესიული კომუნიკაციის უნარების ტრენინგი: ჩვენ გთავაზობთ კურსების მთელ რიგს, რომლებიც ყურადღება გამახვილებულია სალაპარაკო და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, რათა შევქმნათ მიზნობრივი სასწავლო პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს ორგანიზაციულ საჭიროებებს და გაზრდის პროდუქტიულობას.
- ინგლისური დისტანციურად: ყველა დონის მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს თვითსწავლება და რეალური ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
- პირისპირ ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილები: მოიპოვეთ ნდობა და შექმენით შესაძლებლობები თქვენს გუნდებში პერსონალზე მორგებული და სიღრმისეული კურსების მეშვეობით. კურსის გავლა შესაძლებელია ჩვენს სასწავლო ცენტრებში, თქვენი ოფისში ან თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, თქვენთვის შესაფერის დროს. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან, რათა შევაფასოთ თქვენი თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნა და შევქმნათ მათი შესაფერისი სასწავლო მეთოდები.
ტესტირება და შეფასებები
ჩვენი მასშტაბური, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩართული ტესტირებისა და შეფასებების საშუალებით ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ნიჭიერი ადამიანების პოვნასა და მათ შენარჩუნებაში, მხარში ვუდგავართ სტუდენტებს, რათა ჩააბარონ მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტებში და ვეხმარებით ბიზნესებს, რომ ინფორმაცია მიიღონ და შეაფასონ სატრენინგო გადაწყვეტილებები.
მოიძიეთ მეტი ინფორმაცია (ინგლისურად) ტესტირებისა და შეფასების გადაწყვეტილებების შესახებ.