ბრიტანეთის საბჭოში Cambridge English Qualifications-ის სხვადასხვა დონის გამოცდებისთვის სტუდენტებისა და მასწავლებლების მომზადების მხარდაჭერის 80 წელზე მეტი გამოცდილება გვაქვს.
ეძებთ Cambridge English Young Learners გამოცდებს თქვენი შვილისთვის თუ Cambridge English Qualifications-ს თქვენი კარიერისთვის, ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო, მსოფლიო დონის საგამოცდო გარემოს თქვენი გამოცდის ჩასაბარებლად.
შეარჩიეთ სწორი გამოცდა თქვენს საგანმანათლებლო გზაზე
იმის არჩევა თუ რომელი ინგლისური ენის გამოცდა უნდა ჩააბაროთ, თქვენს მიზნებსა და ამჟამინდელ დონეზეა დამოკიდებული. ყველა Cambridge გამოცდა შეესაბამება Common European Framework of Reference for Languages (CEFR)-ს — ენობრივი უნარის აღწერის საერთაშორისო სტანდარტს.
- Young Learners-ისთვის: თუ მშობელი ან მასწავლებელი ხართ, ჩვენი Cambridge English Qualifications ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის - Pre A1 Starters, A1 Movers და A2 Flyers — შექმნილია იმისთვის, რომ სწავლა სახალისო გახადოს და ადრეული ასაკიდანვე განავითაროს თავდაჯერება .
- სკოლებისთვის: ჩვენი for Schools კვალიფიკაციები - A2 Key, B1 Preliminary და B2 First — იგივე ფორმატს მიჰყვება, რასაც სტანდარტული ვერსიები, და იმავე საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს იძლევა. თუმცა, შინაარსი და თემები სპეციალურად არის მორგებული სასკოლო ასაკის მოსწავლეების ინტერესებსა და გამოცდილებაზე, რათა შეფასების პროცესში ისინი ჩართულები და მოტივირებულები დარჩნენ.
- ზოგადი ინგლისურის გამოცდები: B1 Preliminary-დან C2 Proficiency-მდე, ეს Cambridge English გამოცდები საგანმანათლებლო და პროფესიული წინსვლისთვის საუკეთესო გზამკვლევია.
- მასწავლებლებისთვის (TKT): თუ ინგლისური ენის მასწავლებელი ხართ და გსურთ თქვენი გამოცდილების ფორმალურად დადასტურება, ან კარიერის დასაწყისში მყოფი კურსდამთავრებული ხართ, Teaching Knowledge Test (TKT) [Link to Tkt exam page] იდეალური კვალიფიკაციაა.
რატომ უნდა ჩააბაროთ Cambridge English Qualifications British Council-ში?
როგორც ინგლისური ენის შეფასების სფეროში გლობალურად აღიარებული ექსპერტები, გთავაზობთ მაღალი ხარისხის გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ გამოცდის დღით არ შემოიფარგლება:
- ციფრული (Digital ) და ქაღალდზე (Paper based) ჩასაბარებელი ფორმატის მოქნილობა: შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმატი. ჩვენი ციფრული (Digital) გამოცდები ბევრად უფრო სწრაფ შედეგებს გთავაზობთ — პასუხები ცნობილია სულ რაღაც ორ კვირაში, რაც თანამედროვე და კომფორტულ საგამოცდო გარემოს უზრუნველყოფს.
- Მხარდაჭერა ექსპერტებისგან: ჩვენ გთავაზობთ ოფიციალური მოსამზადებელი მასალების ფართო არჩევანს კემბრიჯის გამოცდების ყველა საფეხურისთვის. საგამოცდო გზამკვლევებიდან დაწყებული, ონლაინ პლატფორმებითა და სპეციალიზებული რესურსებით დასრულებული, ჩვენ ვზრუნავთ, რომ თითოეულმა კანდიდატმა თავი თავდაჯერებულად იგრძნოს და მაქსიმალურად მზად იყოს წარმატებისთვის.
- ოფიციალური აღიარება: ჩვენი სერტიფიკატები აღიარებულია ათასობით წამყვანი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო კომპანიის მიერ მთელ მსოფლიოში, რაც გლობალური წარმატების გარანტიაა.