შედეგების გამოქვეყნება
Statement of Results
- თქვენი ქულა Cambridge English Scale-ზე ოთხივე უნარისთვის.
- თქვენი საერთო ქულა და შეფასება გამოცდისთვის.
- თქვენი CEFR დონე მთლიანი გამოცდისთვის.
ინდივიდუალური კანდიდატები
კანდიდატებს, რომლებსაც სურთ შედეგების გამოქვეყნებისთანავე შეტყობინების მიღება, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Cambridge Results ვებსაიტზე თავიანთი ID-ისა და განრიგზე მითითებული ნომრის გამოყენებით.
მოსამზადებელი ცენტრები
ყველა მოსამზადებელ ცენტრს, რომელიც კანდიდატებს Cambridge English Qualifications გამოცდებზე არეგისტრირებს, შეუძლია სტუდენტების შედეგებსა და Statements of Results-ზე წვდომა Cambridge English Preparation Centre ვებსაიტის საშუალებით.
- რეგისტრაციის შემდეგ, ცენტრები სისტემაში შესასვლელ მონაცემებს ელფოსტით მიიღებენ.
- ცენტრის მეშვეობით დარეგისტრირებულ კანდიდატებს შედეგებზე წვდომა Results Service for Candidates-ის საშუალებით შეუძლიათ.
სერტიფიკატები
სერტიფიკატები Cambridge English-ის მიერ British Council-ს ეგზავნება ქაღალდზე (Paper based) ჩასაბარებელი გამოცდებიდან დაახლოებით შვიდიდან ათ კვირამდე პერიოდში, ხოლო ციფრული გამოცდებიდან — სამიდან ოთხ კვირამდე პერიოდში.
სერტიფიკატის მიღება
- თუ დარეგისტრირდით ინგლისური ენის მოსამზადებელი ცენტრის მეშვეობით, თქვენი სერტიფიკატი გაიგზავნება თქვენს სკოლაში.
- თუ დარეგისტრირდით როგორც ინდივიდუალური კანდიდატი, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე სერტიფიკატი შესაძლებელია გაიგზავნოს თქვენს საფოსტო მისამართზე.