გსურთ დიდ ბრიტანეთში სწავლა?

დიდი ბრიტანეთი ყოველ წელს მასპინძლობს 400000-მდე უმაღლესი განათლების მსურველ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან  და ადვო;ო წარმოსადგენია რატომ.

მსოფლიოს რეიტინგის სათავეში მდგომი ბრიტანეთის უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ თქვენთვის იმ უნარების განვითარებას, რომელთაც დამსაქმებლები ითხოვენ. კურსები მხოლოდ ლექციებზე დასწრებას არ მოიცავს. თქვენ აქტიურად იქნებით ჩართული პედაგოგებთან ერთად საინტერესო სემინარებში, დისკუსიებსა და პრაქტიკულ პროექტებში. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში.

აკადემიური ხასიათის  ტრადიციებთან ერთად მსოფლიოს ზოგიერთი ცნობილი უნივერსიტეტი გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის, როგორც  მსოფლიო დონის რეპუტაციის მქონე კველვით დაწესებულებებთან. დიდ ბრიტანეთში მიღებული განათლება დაგეხმარებათ ინგლისური ენის უნარების განვითარებაში და საუბრისას თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ეს არის ის უნარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

არ აქვს მნიშნვნელობა თქვენ რისკენ ისწრაფვით, და  საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობთ, სკოლა-ინტერნატში თუ უმაღლესი განათლების კოლეჯში, თქვენ ისწავლით უსაფრთხო, მულტიკულტურულ გარემოში. თქვენ ხელშეწყობა გექნებათ სანამ განათლებას იღებთ, რადგან დიდი ბრიტანეთის ყველა დაწესებულებას აქვს სტუდენტების მხარდაჭერის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მომსახურება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ასევე, გთავაზობთ კულტურულ თავგადასავლებს, მუსიკალური ფესტივალებიდან და საფეხბურთო მატჩებიდან დაწყებული უძველესი სასახლეებითა და აქტიური ღამის ცხოვრებით დამთავრებული.

სწავლების ღირებულება ნაკლებია ავსტრალიასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. კურსების მინიმალური ხანგრძლივობაა 3 წელი. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ დაუვიწყარი სტუდენტური გამოცდილებით და მიიღოთ ცოდნა, რომელიც მომავალში დახარჯული თანხის მართებულობაში დაგარწმუნებთ.

ეწვიეთ "სწავლა დიდ ბრიტანეთში: თავად აღმოაჩინეთ " და შეიტყვეთ მეტი დიდ ბრიტანეთში სწვლის შესახებ